ვიოლა ფონ კრამონ

2 Apr. 2023, 16:19

ამ საპროტესტო აქციაზე სოლიდარობის გამოსახატად წავედი, ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი აქცია იყო. ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და უჭერდნენ ამ ახალგაზრდას მხარს. ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას. უცნაური იარლიყი აქვს მიკრული, რაც სამართლიანი არაა. ახალგაზრდა, პროგრესული ადამიანები, ასაკოვანი ხალხი, ძალიან მრავალფეროვანი აქცია იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჯგუფი, ერთი თემი არ იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველები, ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი, ეს ნამდვილად აშინებს ქართულ ოცნებას.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულასთან ინტერვიუში. კრამონი გუშინ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც 31 მარტს პატიმრობა შეეფარდა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ