კელი დეგნანი

25 Mar. 2023, 15:29

რა თქმა უნდა [ნიკა გვარამიას შეწყალების] გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია, მაგრამ მედიის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია...

საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილი, რომ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ხდება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ინფორმაციის ერთი და იმავე ხედვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რაც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილებებისთვის. ვიმედოვნებ, საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას.

ამბობს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველთან ინტერვიუში ბოლომდე არ თქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. "აც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე", — თქვა მან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ