ანა ნაცვლიშვილი

24 Mar. 2023, 15:04

საქართველოს ემუქრება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ — რუსული ოცნება ხელისუფლებაში. ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით, აი, აქ როცა გამოვიდა. მათ შორის, გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, რომელმაც ჩამოგხიათ ეგ ნიღაბი, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებული. ამას გააკეთებენ ეს ადამიანები, რამდენჯერაც საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა გარუსების წინააღმდეგ.

ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ, მთელი უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს გარშემორტყმული აქაურობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?

ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მისი მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია, ისტორია, წარსული და მომავალი თქვენგან რუსთაველზე. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით, რომ რკინის ფარდით მოგეხდინათ იზოლაცია.

ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ისტორიის ცოდნა, იმ ისტორიის, რომელიც ინახავს ძალიან ბევრ სახელს. ეს ისტორია ისეთი ადამიანების სახელს, როგორიც იყო მარო მაყაშვილი, მაგრამ ინახავს ისეთების სახელსაც, როგორიც იყო ყორღანაშვილი. თქვენი ადგილი იქნება ღორღანაშვილების გვერდით. 

ასე მიმართა ლელოს დეპუტატმა პრემიერმინისტრს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის მეთოდით არის მისული და ეროვნულ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ დაიბარეს. ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრი ახსენებს რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის — უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობს. ღარიბაშვილი ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდაში ევროპას და ოპოზიციას ადანაშაულებს და საკუთარ როლს ვერ ხედავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული

დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს…