გიორგი გახარია

17 Mar. 2023, 13:04

ამ ორ პროტესტს შორის უდიდესი განსხვავებაა. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ პარლამენტს, სცადეს პარლამენტის შენობაში შესვლა და ეს უბრალოდ დარღვევა იყო. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას და, სხვათა შორის, პოლიცია 3-4 საათზე მეტ ხანს მოთმინებით იტანდა ამას. მაგრამ როცა ამ ორ აქციაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სულ სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ იყო კონკრეტული შემთხვევები მაგრამ ზოგადად, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. 

[...] როცა ამ საპროტესტო აქციებს ვადარებთ, მთავარი ისაა, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის საფუძველი, რომ გავაკრიტიკო პოლიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი ქმედებები. 

ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა DW-სთან ინტერვიუში კითხვას, რით განსხვავდებოდა 20 ივნისს მისი ქცევა ამჟამინდელი ხელისუფლების ქცევისგან, რომელსაც ახლა აკრიტიკებს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პოლიციის რეაგირება 20 ივნისს უფრო ძალადობრივი იყო, ვიდრე გასულ კვირას, ხოლო ზოგიერთმა მომიტინგემ მხედველობაც კი დაკარგა. .


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი…