ვიქტორ ყიფიანი

13 Mar. 2023, 18:01

ბოლო დროის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკა ძალაუფლებისთვის და ამან გადაფარა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ამოცანები და პრიორიტეტები. ის მოვლენები, რომლის თვითმხილველებიც ჩვენ გავხდით რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს და პოლიტიკური დარტყმა მოაქვს ქვეყნისთვის, გადადგმული იყო რაციონალური ნაბიჯი, რომელიც სწორად უნდა იყოს აღქმული.[...]

პარლამენტში [რუსული კანონი] 10 დღის განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ თემა მანამდე იყო შეტანილი. მარტივად გამოსაცნობი და პროგნოზირებადი იყო რეაქცია, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგებოდა. ეს რეაქცია იკითხებოდა ადგილზე, დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ თავის დროზე ხალხს რაღაც არ აუხსნეს და არ განუმარტეს მოდი, ვიკითხავ. სად იყვნენ აქამდე? ვიცოდით რა რეაქციაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს.

მე ვისურვებდი, მმართველი პარტიისგან ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები. ვიქნებოდი ძალიან ღია თქვენთან. ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად უკრაინას მიმართებაში, მისი რიტორიკა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვისმენდი, მე არ მომეწონა. ეს განცხადება უკრაინასთან არც ისე კარგი ურთიერთობების ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს თავშეკავებული მის განცხადებებში.[...]

განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა. მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია განცხადებებთან თავშეკავებული უნდა იყოს. მან ასევე გააკრიტიკა რუსული კანონი, რომლის ჩაგდებაც ქართულ ოცნებას საპროტესტო აქციების შემდეგ მოუწიათ. [მთავარი არხის სინქრონული თარგმნა].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას, რეგიონული…