ზაზა ბირიაშვილი

10 Mar. 2023, 20:06

რომ ვთქვა კარგად, კარგად ვერ ვარ, თვალით ვერ ვხედავ ვერაფერს, ცოტა ტვინის შერყევა მაქვს და სისუსტე მაქვს, ექიმმა თქვა, რომ სულ ჩაშლილიაო, ძლივს ააწყვეს, დაშლილი იყო თვალი, უბრალოდ დევს თვალი, თორემ მხედველობის ვარიანტი აღარ არის. გამორიცხულიაო მხედველობა.

დროშა რომ მეჭირა წყლის ჭავლი გამოუშვეს და რომ შევტრიალდი მაგ დროს სროლის ხმა იყო და ამ ხმის დროს რაღაც მომხვდა, რა მომხვდა არ ვიცი, პლასტმასის, თუ რეზინის ტყვია იყო, ბალონი, თუ ხელკეტი იყო არ ვიცი, არ ვიცი რა მომხვდა, რაღაც მომხვდა გვერდულად ვიყავი, მაგ დროს მომხვდა. გაზი რომ გამოიყენეს, მაგის მერე გაისროლეს... რომელი საათი იყო აღარ მახსოვს, გვიანი იყო კი... ორი ბიჭი იყო ჩემ გვერდით, ისინი მომეხმარნენ, ჩამიყვანეს სასწრაფომდე, დამაწვინეს და წამიყვანეს ნიუ ჰოსპიტალში, მაგათი ყველასი მადლობელი ვარ, იმ ექიმებისაც, იმ სასწრაფოსიც, იმ ბიჭებისაც.

ამბობს აქციაზე დაშავებული მოქალაქე TV პირველთან. 7-8 მარტის აქციაზე მოქალაქე ზაზა ბირიაშვილს სახეში ესროლეს, მოქალაქემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ დაშავებული მათთან იყო შეყვანილი და უკვე გამოწერეს. გორგოშიძის თქმით, ექიმები გარანტიას ვერ აძლევენ, რომ მხედველობის აღდგენას შეძლებენ. გარდა ამისა, დაზარალებულს აქვს ტვინის შერყევა და ცხვირის ტრავმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…