დავით ბაქრაძე

7 Mar. 2023, 12:09

მე დიდი ხანია აღარ გამიკეთებია კომენტარი პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ შეუძლებელია იყო ჩუმად, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ახირების გამო ეს ქვეყანა კარგავს ევროპული მომავლის პერსპექტივას, თითოეული ოჯახი საქართველოში კარგავს ნორმალურად ცხოვრების შანსს.

დიახ, ეს არის რუსული კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოს ჩაეკეტება გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. და ამას მკაფიოდ გვეუბნება ყველა ჩვენი პარტნიორი, ვინც ამას მხარი უნდა დაუჭიროს.

დიახ, ეს არის კანონი რომელიც მოიტანს მეტ დაპირისპირებას და ზიზღს საზოგადოებაში. და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ რომ 90-იანი წლების ძმათამკვლელი უბედურება, მათ შორის დაიწყო სწორედ ერთმანეთის მიმართ ასეთის სახელების და აგენტების ძახილით.

ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველო დარჩება ევროკავშირისა და ნატოს გარეთ, საქართველო დარჩება ჩაძირული დაპირისპირების და ზიზღის ჭაობში, მეგობრების გარეშე და მყარად მიჯაჭვული რუსულ ორბიტაზე.

ამიტომ ეს არის კანონი, რომელიც არის ლაკმუსის კანონი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი საზოგადოების ვალდებულებაა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…