რუსუდან გოცირიძე

6 Mar. 2023, 15:53

მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ გავიაზროთ რა საფრთხეები დევს ამ კანონის მიღმა. დღეს, მაგალითად, აქციაზე რომ მივდიოდით, ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ მარშუტკის მძღოლმა პარლამენტის წინ რომ ჩავიარეთ, თქვა, რომ ნეტა, აქ ვინღა იკრიბებიანო. ეს არის ძალიან სავალალო ამბავი, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუკი ისინი NGO-ში არ მუშაობენ, ან რომელიმე გრანტის პროექტს არ ახორციელებენ, ეს კანონი მათ არ ეხებათ. აი, ამის სიცხადე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი ქვეყანა ძალიან ღარიბია იმისთვის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის ჯანდაცვის პროექტები, შშმ ადამიანების პროექტები, სოფლის მეურნეობის პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტები, განათლება, მეცნიერება, უამრავი სფეროა, აღარ ვლაპარაკობ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარების პროგრამებზე, რომლებიც არც ადარდებს სახელმწიფოს და რომც ადარდებდეს, ამას ფინანსები ვერ გასწვდება. ემიგრანტი ქალების მიერ გადმორიცხული თანხები ვერ გასწვდება ქვეყნის ბიუჯეტის მართვას.

ეს კანონი რომ მიიღონ და ეს კანონი რომ გავიდეს, თავისი ფილოსოფიით, ჯერ ერთი, ძალიან პუტინისტური კანონია და ძალიან აგრესიული კანონია ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ფინანსურად არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულები და აქვთ თავისუფლება, რომ კრიტიკულად გამოთქვან თავიანთი აზრი. ამ სივრცის მოსპობისკენ ხომ არის მიმართული და ამასაც რომ თავი დავანებოთ, საერთოდ ჩავარდება ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება. ოჯახი არ დარჩება, რომელსაც არ მისწვდება ამ კანონის მსახვრალი ხელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ.

აქ არ არის იმაზე მხოლოდ, ვის დაუძახებენ აგენტს და ვის არ დაუძახებენ და რომ ძალიან დავემსგავსებით 1937 წლის საქართველოს თავისი დასმენებით, თავისი ადამიანების გაშავებით და საზოგადოებიდან გარიყვით. საქმე იმაშია, რომ მაგალითად შშმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც დღეს აქვთ საშუალება, რომ რაღაცა სერვისები მიაწოდონ თავიანთ შვილებს, აი, იმათგან დაწყებული, გლეხით, რომელიც დღეს სოფელში მუშაობს, ამუშავებს მიწას, იმით დამთავრებული, ყველას მისწვდება ამ კანონის მსახვრალი ხელი და ეს არის ძალიან მძიმე რამ ამ ქვეყნისთვის პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, მორალურადაც.

განუცხადა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა On.ge-ის რუსული კანონის შეფასებისას. კანონპროექტები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად შერაცხვაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  3. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა
  4. თბილისში პოლიციელი დაჭრეს
  5. EU-ს რომელი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციებს და საქართველოსთან უვიზოს შეჩერებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თავისუფლება და ინოვაცია — რა გზა გაიარა Ganjina Dessert Shop-მა იდეიდან დესერტების მოყვარულთა გულებამდე

გარდა იმისა, რომ Bolt Food დროული მიტანის სერვისია, მათი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდონ გემრიელი და ხარისხიანი…