მოძრაობა ხმა რუსულ კანონს გმობს
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
მოძრაობა განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დეტალები: მოძრაობის წევრთა განცხადებით, "უცხოური გავლენის აგენტი" ისეთი სტატუსია, რომელიც აერთიანებს ერთმანეთისგან განსხვავებულ, ხშირად, კონფლიქტში მყოფ გაერთიანებებს.
- ასევე, პროფესიულ კავშირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც მშრომელთა ინტერესებისთვის და ბუნებრივი რესურსებისთვის მტრულ გარემოში იბრძვიან.
- გარდა ამისა, იმ ასოციაციებს, სათემო ფონდებს, კვლევით ორგანიზაციებს, ადამიანთა გაერთიანებებს, რომლებიც გარემოს დასაცავად, დემოკრატიისა და უკანონობის წინააღმდეგ იბრძვიან.
- "მოგმართავთ მათ, ვინც ჩვენი მოძრაობის გულშემატკივრად თვლით თავს, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობა თქვენს ინტერესებს პასუხობს და ვისაც გაბნევთ უსინდისო სახელისუფლებო პროპაგანდა. კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ იმუშავებს თქვენი ინტერესების წინააღმდეგ და ეს დღე შორს არ არის".
მოძრაობაში განმარტავენ, რომ კანონი აგენტად გამოაცხადებს პარტიული გავლენებსგან თავისუფალ მცირე ზომის ინტერნეტ და რეგიონულ მედიაორგანიზაციებს.
- ისეთებს, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ არ დათანხმდებიან, იმუშაონ, ღირსების შემლახავი აგენტის იარლიყით, რადგან ეს საბოლოოდ მათ გაქრობას გამოიწვევს.
- "შედეგად მივიღებთ სახალხო ინტერესებისთვის საბოლოოს ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეს, სადაც ასპარეზი მხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანის მიერ დაფინანსებული პარტიების კარნავალური დაპირისპირებისთვის, უშინაარსო და პოლიტიკური ნიჰილიზმის გამღვივებელი ცირკისთვის".
- პარალელს ავლებენ რუსეთთანაც და ამბობენ, რომ იქაც სოციალურად აქტიურ კოლექტივებს და ადამიანებს, რომლებიც სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან, აგენტის იარლიყი მიაკერეს.
- "თქვენ, ვინც ბანკების მიერ სესხების ჩამოწერას ითხოვთ, ვინც მინიმალურ ხელფასს ითხოვთ, ვისაც უფასო სასკოლო კვება გინდათ, უნდა იცოდეთ, რომ საქმე ამ ორგანიზაციებით არ დამთავრდება;
- "არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ უფრო დისკრედიტირების, ვითომდა სახალხო სიხარულს როცა შემოგთავაზებენ სამთავრობო არხებიდან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროდუქტი სულ მალე მომწამვლელი გახდება. ის ჩვენი ნამდვილი ინტერესებისთვის ბრძოლის პროცესში ხელ-ფეხის შემკრავ ხაფანგად დაგვხვდება. ჩვენი უარი უსინდისოდ გამდიდრებული კაცის აგენტების კანონს!"
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, რასაც პარალელურად პარლამენტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაპროტესტებდით.
- კომიტეტების სხდომაზე არ შეგვიშვეს მედია, NGO-ები, კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები, თუმცა შეუშვეს ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრები და ქართულ ოცნებასთან აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები.
- დაძაბული სიტუაციის გამო სხდომის დარბაზი შეიცვალა და კომიტეტი დაგვიანებით დაიწყო.
- რუსული კანონის და დეპუტატების ქმედებების გასაპროტესტებლად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 6 საათზე აქცია დააანონსეს და მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდეს.
- აქციაზე მისულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს პოლიცია აპატიმრებდა — უმეტესად იმიტომ, რომ კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და მონას და მოღალატეებს იძახდნენ.
- ხოლო მედიაზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა იძალადეს — საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს On.ge-ის მთავარი რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი.
- აქციაზე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.
- მუშაობისას დაშავდა TV პირველის ოპერატორი, რომელმაც შეტაკებების დროს მიიღო დაზიანებები და აღენიშნება ფეხის და თავის ტრავმა.
საიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა.
- ასოციაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — შეისწავლოს მედია წარმომადგენლების, დემონსტრანტების დაკავების, სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
ეთიკის ქარტია პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას და ჟურნალისტების დაკავებას გმობს.
- ქარტია მოუწოდებს თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს და დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები.
- ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლების დაკავებისა და პროფესიული საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით.
- მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დადგეს პასუხიმგებლობა ყველა იმ პირისა, ვინც მონაწილეობდა მედიის წარმომდგენლების უკანონო დაკავების, მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლაში.
NGO-ები მზად არიან, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები