ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

3 Mar. 2023, 01:56

თავიდან ჩვენ არ გვეკუთვნოდა ეს ინიციატივა, მერე დავუჭირეთ მხარი, როცა გავეცანით მის შინაარს. მე ერთ რამეს ვიტყოდი, საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს, რა იქნება, ამ კანონპროექტის, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება. მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი, ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში, ეს არის — დეპოლარიზაცია.

დეპოლარიზაცია არის ის პუნქტი, რომელშიც ყველაზე დიდი პრობლემაა. კანონები შეიძლება მივიღოთ და მიგვიღია კიდეც, თუმცა ამ პუნქტში პროგრესი არ ჩანს. [...] პოლარიზაციას განაპირობებს ბუნდოვანება. ერთის მხრივ, გეუბნებიან რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მეორე მხრივ, ვიღაც აფინანსებს ამ პოლარიზაციას. როგორც კი ამ ყველაფერში სიცხადეს შევიტანთ, პრევენციული ეფექტი ექნება ამ კანონს, ვიღაცეები თავს შეიკავებენ პოლარიზაციის დაფინანსებისგან. ეს უფრო სწრაფად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია. 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონპროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…