"შიდა აუდიტის პოლიტიკა — ეფექტიანი საჯარო მმართველობისთვის საქართველოში" — წიგნის პრეზენტაცია საბაუნიში
22 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის — ირმა გელანტია-ახვლედიანის წიგნის: "შიდა აუდიტის პოლიტიკა. ეფექტიანი საჯარო მმართველობისთვის საქართველოში" — პრეზენტაცია გაიმართა. ამ მიმართულებით ეს პირველი მონოგრაფიაა ქვეყანაში და ეფუძნება ავტორის სადისერტაციო ნაშრომს.
მონოგრაფიაში განხილულია შიდა აუდიტის როლი ეფექტიანი საჯარო მმართველობის პროცესში, შიდა აუდიტის სისტემის ფორმირება-განვითარების ეტაპები საქართველოში და შედარება შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკასთან. გამოკვეთილია გაუმჯობესების შესაძლებლობები კონკრეტული ნაბიჯების შეთავაზებით. როგორც ავტორი აღნიშნავს, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქალების როლი: "უკეთესი საჯარო მმართველობა შესაძლებელია კეთილსინდისიერი, მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალი ქალებით გაჯერებული!"
"მთავარი ხაზი, რომელიც წიგნს მიჰყვება, არის დაგროვილ კითხვებზე პასუხები, თუ როგორ მიაღწიეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეფექტიან მმართველობას, საბიუჯეტო სახსრების ყაირათიან განკარგვას, მოქალაქეთა კეთილდღეობას, რა გზა გაიარეს და როგორ შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება უკეთესი საჯარო მმართველობის მისაღებად" — აღნიშნა ირმა გელანტია-ახვლედიანმა.
როგორც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, თამთა მიქაბერიძემ განაცხადა, წიგნი თანაბრად საინტერესოა აღნიშნულ სფეროში დასაქმებული პირებისთვისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის: "იმის გათვალისწინებით, რომ შიდა აუდიტის მიმართულებით ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ლიტერატურა ქართულ ენაზე ძალიან მწირია, აღნიშნული სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს აკადემიურ სფეროში და არაერთი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს. წიგნში განხილული საკითხები, მიგნებები, რეკომენდაციები ძირითადად ავტორის 22-წლიან პროფესიულ გამოცდილებას ეფუძნება, რაც ცხადყოფს, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც თანაბრად საინტერესო იქნება".
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის, წიგნის რედაქტორის, ნინო პაპაჩაშვილის განმარტებით, კარგად ორგანიზებული შიდა აუდიტის გარეშე, შეუძლებელია სახელმწიფო აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირება: "წიგნი შინაარსობრივად ბევრი ასპექტით განიხილავს წარმატებული საჯარო პოლიტიკის წარმართვისთვის ინსტიტუციური უზრუნველყოფის საკითხებს, ამ თვალსაზრისით ღირებული შენაძენია, როგორც დარგობრივი ლიტერატურისთვის, ისე პროფესიული თვალსაზრისით".
წიგნის პრეზენტაციას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები