ჯინსები უსაფრთხოების ბალიშებით — მოტოციკლისტებისთვის სპეციალური შარვალი შექმნეს
რადგან მოტოციკლებს არ გააჩნიათ უსაფრთხოების ბალიშები, გამომგონებელებმა ისინი მოტოციკლეტისტებზე "განათავსეს". და აი ისიც, ჯინსები უსაფრთხოების ბალიშებით!
შვედურმა ბრენდმა Mo'cycle-მა შექმნა მსოფლიოში პირველი ჯინსი, რომელიც დაცემის მომენტში იბერება. ამით ის უბედური შემთხვევის დროს ქვედა ტანის დაცულობას უზრუნველყოფს.
ტექნოლოგია მოიცავს CO2-ს, რომელიც გამოყოფს გაზს, როდესაც მოტოციკლეტისტი ეცემა.
"ჯინსი ისეთივე კომფორტულია, როგორც ნებისმიერი სხვა შარვალი, და დამზადებულია წყალგაუმტარი, სუნთქვადი და მდგრადი ქსოვილისგან", — წერს Mo'cycle თავის ვებსაიტზე.
თუმცა, იმისათვის, რომ შარვალმა იგრძნოს დაცემის მომენტი, ის დაკავშირებული უნდა იყოს მოტოციკლთან. Mo'cycle ამას აღწევს ელასტიური სამაგრის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს მოტოციკლეტისტს კომფორტულად იმოძრაოს.
როდესაც ადამიანი მოტოციკლს სწყდება, სპეციალური სამაგრი იშლება და შორდება ჯინსს. ამ დროს შარვლის დამცავი ბალიშები აქტიურდება და იშლება.
პროცესი ძალიან სწრაფია, რაც დამცავ ბალიშებს სრულად ბერავს, სანამ ადამიანი ძირს დაეცემა. რაც შეეხება ფასს, შემქმნელების თქმით, ის 500 დოლარამდე ეღირება.
"რაც მნიშვნელოვანია, გააქტიურებამდე აირბაგი სრულიად უხილავია და ადამიანი მას ვერ გრძნობს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ასევე, ავარიის შემდეგ, დამცავი ბალიშები საწყის პოზიციას უბრუნდება და ჯინსიც თავდაპირველ მდგომარეობაშია.
დამცავი ბალიშების გასააქტიურებლად 40 კილოგრამის ძალაა საჭირო. შესაბამისად, მხოლოდ მოტოციკლიდან ჩამვარდნას შეუძლია სისტემის გააქტიურება.
შემქმნელების თქმით, ახალი ჯინსის შეკვეთა თებერვლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.
კომენტარები