DRI-ის შეფასებით, "ოცნების" ანტიდასავლური განცხადებები პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაა
ფოტო: ქართული ოცნება
ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის განმარტებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, ქართული ოცნების ლიდერების რიტორიკაში გახშირდა ევროსკეპტიკური და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ უარყოფითი განცხადებები.
- ამბობენ, რომ თუ აქამდე ამ დამოკიდებულებით მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები გამოირჩეოდნენ, რომლებმაც ე.წ. ხალხის ძალის სახელით ინიღბებიან, ანალოგიური განცხადებები უკვე ღიად ისმის ქართული ოცნების თავმჯდომარისგან, თბილისის მერისგან და ფრაქციის დეპუტატებისგან.
დეტალები: მათი თქმით, ამ განცხადებებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიღება წარმოაჩინონ როგორც ერთი მხრივ, უმნიშვნელო, არაფრად ჩასაგდები მოვლენა და მეორე მხრივ, როგორც უსამართლო გადაწყვეტილება.
- "ქართული ოცნება ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს, რომელიც რეალურად იმსახურებს კანდიდატობას, შესაძლოა ევროკავშირმა პოლიტიკური მოსაზრებებით არ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი", — ნათქვამია განცხადებაში.
- DRI-ის თქმით, განცხადებების ეს ნაწილი განსაკუთრებით დემაგოგიურია, ვინაიდან ევროკავშირი, პირველ რიგში, სწორედ პოლიტიკური გაერთიანებაა.
- განმარტავენ, რომ ცალკეული სამართლებრივი თუ ეკონომიკური რეფორმების ჩატარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად ვერ გახდება მისი წევრობის საფუძველი, თუ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეფერხებული და ერთპარტიული კონტროლის ქვეშაა.
- მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ქართველი ხალხის ნებას.
- ამიტომ ქართულ ოცნებას, მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნისა, არ აქვს კონსტიტუციურ ჩანაწერში გაცხადებული სახალხო ნების შესაცვლელი ლეგიტიმაცია.
- რაც დაადასტურა 2022 წლის 20 ივნისს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე ათეულ ათასობით მოქალაქის შეკრებამაც.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკის მიზანია, საზოგადოების ნეგატიური განწყობა მიმართოს ევროკავშირისკენ და არა მის მიერ მიღებული, ქვეყნის ევროპული მომავლის დამაზიანებელი გადაწყვეტილებებისკენ.
- რაც რეალურ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
- ამბობენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ მომავალს, საქართველოს განვითარებას ახლაც, განუხრელად უკავშირებენ ევროინტეგრაციას.
- მათი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს შეცდომაში შემყვანი საინფორმაციო კამპანიის დახმარებით.
- "საკუთარი უმოქმედობის სხვისთვის გადაბრალების ნაცვლად, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად" — წერია განცხადებაში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები