ირაკლი ზარქუა

15 Feb. 2023, 13:04

ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათმა, რომ საქართველო ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით და ჩვენთან, მიუხედავად სტატუსისა, მიუხედავად დამსახურებისა თუ დაუმსახურებლობისა ქვეყნის წინაშე, დააშავებ — ის აგებს პასუხს, ასეთ საქართველოს ვაშენებთ ჩვენ და ასეთი ევროპისკენ მივისწრაფვით. [...]

ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ერთი შეხედვით ევროპარლამენტარები, რომლებიც პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ, უნდა მოგვიწოდებდნენ რომ ყველა კანონმორჩილი გავხადოთ, ამიტომ გვინდა ევროკავშირი და ევროპა და როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს, არაადეკვატურს, შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება ქართული საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ დიახ, ევროკავშირი ეს არის კანონის უზენაესობა. რატომ სჩადიან ამას? რატომ აკეთებენ, ვერ ვხვდები. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო ითამაშებს ქართული ინტერესების შესაბამის თამაშს, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას, საქართველოს ინტერესების დაცვას და ამ მოცემულობით ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. დღეს, 15 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. რეზოლუციის ტექსტში შესულია შესწორებაც, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული და მისთვის სანქციების დაკისრებას ითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ, საიას გამგეობის წევრთა…