ლევან ხაბეიშვილი

13 Feb. 2023, 13:29

ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ქართული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალათია. ის, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი ან ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალათია. სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა. 

ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება. უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენს სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია: ჯალა-თეა. და შესაბამისად, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, გვიწევს ამ ჯალათისთვის შეთავაზების გაკეთება კიდევ ერთხელ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ჩვენი შეთავაზების შესახებ. 

ჩვენ მზად ვართ, გელათთან დაკავშირებით, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ საქართველოში უზრუნველვყოთ ეს, მათ შორის, ფინანსურად და გადავარჩინოთ გელათის ის ნაწილი, რაც ამ დრომდე ვერ გაანადგურა ქალბატონმა ჯალა-თეამ. და მე მოვუწოდებ, მათ შრის, კულტურის სამინისტროს გმირ თანამშრომლებს, ვინც წერენ კრიტიკულ დასკვნებს და სიმართლეს გელათის შესახებ. არ შეგეშინდეთ, ჩემო ძვირფასებო, თქვენს გვერდით ვარ ყველანაირად, იცით ჩვენი კონტაქტი, იცით ჩვენი მისამართი. თითოეული თქვენგანის გვერდით დავდგები. იმ ადამიანებს, ვინც ხელს არ აწერთ ქურდობას, კრიმინალს, ჯალათობას და პირდაპირ და ღიად საუბრობთ გელათში განვითარებულ მოვლენებზე.

შესაბამისად, უნდა გავდევნოთ ჯალათები, წულუკიანები, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც გელათიდან. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა უზრუნველვყოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ გელათი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. NBA-ის ლეგენდა დუაიტ ჰოვარდი 10 ოქტომბერს პირველად…