ელენე ხოშტარია

2 Feb. 2023, 11:35

ევტოშენკოვი-ივანიშვილის მეგობრული საუბრის შემდეგ, მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ასევე ძალიან თბილი, მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენ ოკუპაციაზე, არა ჩვენ უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი კონკრეტული ინტერესების შესახებ.

ესე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას. ჩვენ რეაქციაც ვნახეთ კარასინის და სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან. მთავარი კითხვა არის ის, თუ რას ვშვრებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა აი, ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის — არა და 24 თებერვალი განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის, დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსი, ის დღე, როდესაც ეს "არა" მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს.

განაცხადა პარტია დროას ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. გუშინ აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, Youtube არხ კიბერ კმარაზე გავრცელდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ კი ავთენტურობა პირველ არხთან დაადასტურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს

ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის (ECPRM) ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: "დემოკრატიის ფასადს…