NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორი ევროკავშირის ჟურნალისტიკის კონკურსის ფინალისტია
NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორი — ხატია თორდუა ევროკავშირის ჟურნალისტიკის კონკურსის ფინალისტია, კატეგორიაში "საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში".
"უკვე სამი წელია, რაც ქართულ მედიასივრცეში სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჟურნალისტიკის ხმის გაჟღერებასა და დამკვიდრებას ვცდილობთ. NEXT.On.ge-ში ვახერხებთ, სოციალურად მგრძნობიარე თემებს სამეცნიერო თუ ტექნოლოგიურ ჭრილში გამოვეხმაუროთ და შეძლებისდაგვარად მარტივი ენით ავხსნათ ის, რაც ადამიანებს ასე რთული ჰგონიათ. მიხარია, რომ ქართული Sci-Tech ჟურნალისტიკის ხმა ევროკავშირის კონკურსამდე მივიდა. ახლა უკვე ფინალში გასვლით გვაქვს იმის ხმამაღლა თქმის შესაძლებლობა, რომ ჟურნალისტიკის ეს ძალიან მნიშვნელოვანი — Sci-Tech მიმართულება საქართველოშიც აქტიურად იზრდება და ყურადღების ღირსია", — ამბობს ხატია თორდუა.
კონკურსს, "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში", საქართველოში საფუძველი ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს ჩაუყარა. ის ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის და ეთიკური ქცევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კონკურსის ფარგლებში წელს პრიზი 8 კატეგორიაში გაიცემა, "საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაშის" ფინალისტები კი, ხატია თორდუასთან ერთად, არიან ჯიმშერ რეხვიაშვილი რადიო თავისუფლებიდან და ბესიკ პაპასქუა ინდიგოდან.
წაიკითხეთ ფინალისტი ნამუშევრები აქ:
- ხატია თორდუა — დედაჩემი კიბორგია — 5 დღე ჩემი ცხოვრებიდან
- ბესიკ პაპასქუა — საკუთარი თავის ხელმეორედ გამოგონება
- ჯიმშერ რეხვიაშვილი — კულტურის პარტიულობა და პანეგირიკის დაბრუნება
კომენტარები