აშშ-ში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები მძიმე ბრალდებებით დააკავეს
რეკეტი, გამოძალვა, თაღლითობა, დაქირავებული ქილერობა, კონტრაბანდა, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და ძარცვა - ეს არის იმ ბრალდებების არასრული სია, რაც ნიუ-იორკის პროკურატურამ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს წაუყენა. ამერიკელი სამართალდამცავები ამ დაჯგუფებას რუსულ-ქართულ კრიმინალურ სინდიკატად მოიხსენიებენ, დაკავებულთა უმრავლესობა კი ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდა.
დაკავებულთა შორის არიან ქართული გვარ-სახელის მქონე პირები, მათთვის წაყენებული ბრალდებებისთვის მაქსიმალური სასჯელი იწყება ხუთწლიანი პატიმრობიდან და მთავრდება სამუდამო პატიმრობით.
პროკურორმა ჯოონ კიმმა თქვა, რომ დაკავებულია რუსული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები, ისინი დანაშაულს ამერიკის სხვადასხვა შტატში ორგანიზებულად ჩადიოდნენ. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა ნიუ-იორკის პოლიცია, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და აშშ-ს საზღვრის დაცვის სამსახური (CBP).
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრიმინალური სინდიკატის ხელმძღვანელი იყო ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, რომლის მეტსახელები იყო "ძმა", "რომა". შულაიას მარჯვენა ხელი იყო ზურაბ ჯანაშვილი, რომლებიც დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად ცდილობდნენ დანაშაულებრივი გზით ეშოვათ ფული და მათი უკანონო ქმედებები მრავალფეროვანი იყო. დაკავებულთა შორის 15-ზე მეტი ქართული გვარ-სახელის მქონე პირია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ იუსტიციის დეპარტამენტს დეტალურად აქვს განმარტებული, რას ნიშნავს ე.წ. კანონიერი ქურდი, როგორ შეიქმნა ეს ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დროს და როგორ მუშაობს. ამერიკელი სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულები დაბადებულნი არიან საბჭოთა უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე, ამჟამად კი ნიო-ორკში ცხოვრობენ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები