ლევან ხაბეიშვილი

16 Jan. 2023, 16:19

ვემზადებით ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ძლიერი ნაციონალური მოძრაობა ნიშნავს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას, ძლიერი ნაციონალური მოძრაობა ნიშნავს ამ ქვეყნის დერუსეთიზაციას და ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის მარცხს საქართველოში და ამიტომ მე აქტიურად ვხვდები ჩვენს ამომრჩევლებს. [...]

დარწმუნებული ვარ, როგორც კი არჩევნები დასრულდება, ნაციონალური მოძრაობა გამოვა აქედან გაძლიერებული, შეიცვლება პარტიაში ძალიან ბევრი რამე. კაბინეტური ოტახიდან კომენტარები, კომენტატორები, ე.წ კომენტატორებმა უნდა გადაინაცვლონ ბექში. 

მელიას შეხვედრა ნახეთ ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, ვიდეოც მიდევს სოციალურ ქსელში, 400 ბათუმელი იყო, ხელვაჩაურში 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში ვარ, შუახევში და ქედაში და... მე, საერთოდ, პირდაპირ გეტყვით, რომ რაში იღებს მონაწილეობას ჯერ კიდევ მოქმედი პარტიის თავმჯდომარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ამ კაცს. რაში იღებს მონაწილეობას, დაანგრია პარტია, ჩამოშალა, ნამყოფი არ არის აჭარაში, მართლა გასტროლიოლივით რამდენჯერმე არის შემორბენით აქ ნამყოფი.[...]

ხაშურში ნამყოფი არ არის, გორში ნამყოფი არ არის, კახეთში არ ვიცი, ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ რეგიონები. არანაირ კომუნიკაციაში არ არიან ჩვენს ამომრჩეველთან, რაზე ვლაპარაკობთ მართლა და ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? შეიცვლება ეს ყველაფერი, ეს პარტია დაუბრუნდება ნაციონალურ მოძრაობას და არა იმ ხალხს, ვინც ემიჯნება ლევან ვარშალომიძეს...ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, რომ ხაბეიშვილის უკან მიშა სააკაშვილი დგას. [...]

დაანგრია, მართლა, ჩამოშალა პარტიული ინფრასტრუქტურა ამ კაცმა და დღეს ამბობს, რომ კიდევ მე უნდა ვიყო თავმჯდომარეო. კიდევ ვამბობ, ჩამობრძანდით ხულოში, ქედაში ნამყოფი არ არის. ხულოში რომ ვიკითხე თუ ყოფილა პარტიის თავმჯდომარეთქო სიცილით მოკვდნენ. რაზე ვლაპარაკობთ, ხალხო. პარტიის აქტივს არ ელაპარაკება, ხალხს დაელაპარაკება და ხალხის ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს? 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
  3. ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს ქონებრივ დეკლარაციაში "იმედისგან" მიღებული ხელფასი ასახული არ აქვს — რა ქონებას ფლობს ყოფილი ჟურნალისტი?
  4. ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს
  5. მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს

Wizz Air ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია, 7…