ქრომოსომა დნმ-ის მოლეკულაა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების შესახებ გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს და უჯრედების ბირთვში გვხვდება. მისი რაოდენობა ამა თუ იმ სახეობის ძუძუმწოვრებში, ფრინველებში, წყლის ბინადრებსა და მცენარეებში განსხვავებულია.

ზოგ შემთხვევაში, კონკრეტული ყვავილის ან ხის ქრომოსომათა რიცხვი შესაძლოა, ცხოველისას ბევრად აღემატებოდეს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ მოლეკულების რაოდენობა ორგანიზმის კომპლექსურობას სულაც არ განსაზღვრავს, არამედ უბრალოდ სახეობისთვის უნიკალურ მახასიათებლებს აერთიანებს და ევოლუციური პროცესების შედეგია.

ამ ტესტში სწორედ მცენარეებისა და ცხოველების ქრომოსომათა რაოდენობა უნდა შეადარო ერთმანეთს და გამოიცნო, რომელში უფრო მეტია.

ტესტი: გამოიცანი, რომელს უფრო მეტი ქრომოსომა აქვს — ცხოველს თუ მცენარეს

ტესტის დაწყება

1 / 10 მაშ ასე, დავიწყოთ. ადამიანში უფრო მეტი ქრომოსომაა თუ გვიმრაში?

2 / 10 როგორ ფიქრობ, ისპანახში უფრო მეტი ქრომოსომაა თუ დროზოფილში, იგივე ხილის ბუზში?

3 / 10 შენი აზრით, ქრომოსომათა რაოდენობით რომელი ჯობნის: პომიდორი თუ წითელი მელა?

4 / 10 ახლა კი დაფიქრდი და მითხარი, ჟირაფს უფრო მეტი ქრომოსომა აქვს თუ მზესუმზირას?

5 / 10 კიტრში უფრო მეტი ქრომოსომაა თუ კენგურუში?

6 / 10 სპილოსა და ანანასს შორის რომელს აირჩევ?

7 / 10 მარწყვს უფრო მეტი ქრომოსომა აქვს თუ შიმპანზეს?

8 / 10 როგორ ფიქრობ, კარტოფილში უფრო მეტი ქრომოსომაა თუ დელფინში?

9 / 10 დაფიქრდი და მითხარი, ინდაურს უფრო მეტი ქრომოსომა აქვს თუ ბაობაბს?

10 / 10 დაბოლოს, თეთრ ზვიგენს უფრო მეტი ქრომოსომა აქვს თუ შავ თუთას?

იტვირთება...
ერთი წუთით...