Space International გლობალურ ტექ საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-ის პარტნიორი გახდა
ფოტო: თიბისი
თიბისი ჯგუფის შვილობილი Space International გლობალურ ტექ საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-ის პარტნიორი გახდა. ეს Thoughtworks-ის პირველი პროექტია კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. პარტნიორობის ფარგლებში Thoughtworks პირველ ქართულ საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიას — Space International-ს ტექ ტრანსფორმაციაში, განახლებული საინჟინრო კულტურის დანერგვასა და ტექნიკური არქიტექტურის გაძლიერებაში დაეხმარება.
Space International რეკორდულად გაიზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რამაც აუცილებელი გახადა პლატფორმის ტექნიკური დახვეწა და გაძლიერება. საქართველოში წარმატებული სტარტის შემდეგ, Space-მა უზბეკეთში — თიბისი უზბეკეთის ბრენდით დაიწყო ოპერირება და დღეს 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. პარტნიორობის მთავარი ამოცანა Space International-ს გუნდთან ერთად ტექ stack-ის მოდერნიზაცია, სამუშაო პროცესებში ახალი მიდგომების დანერგვა და უახლესი ხელსაწყოებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენება იქნება და ხელს შეუწყობს Space International-ის გაზრდას და ტექნოლოგიურ განვითარებას.
Thoughtworks-ის და Space International-ის პარტნიორობა ინტენსიური შერჩევის და შეთანხმების პროცესი იყო, რადგან ორივე მხარისთვის ეს სტრატეგიული ნაბიჯი აღმოჩნდა — Space International-ისთვის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო გლობალური ტექ საკონსულტაციო კომპანიისთვის პირველი პროექტი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.
"Thoughtworks 25 წელზე მეტია, 18 სხვადასხვა ქვეყანაშია და გლობალურ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპანიებს ემსახურება — მათი მთავარი ღირებულება მოქნილობაა. რეალური პრობლემების აღმოჩენა, პრაქტიკული გადაწყვეტების დანერგვა და გუნდის ყველა საჭირო უნარით და ხელსაწყოთი შეიარაღება მთავარი კრიტერიუმი იყო ჩვენთვის, იმისთვის რომ პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ ინოვაციური განვითარება და სწრაფი ზრდა. გვეამაყება, რომ Thoughtworks-მა Space International შეარჩია რეგიონში პირველ პარტნიორად", — ამბობს ნიკა ქურდიანი, Space International-ის გენერალური დირექტორი.
"Space International-ისთვის thoughtworks-ის მსგავს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მუშაობა გარდამტეხი მომენტია, ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მოქნილი ტექნიკური გარემოს შექმნაში, ხოლო ჩვენს გუნდს შესაძლებლობას მისცემს ისწავლონ და გამოცდილება გაიზიარონ Thoughtworks-ის მსოფლიო კლასის პროფესიონალებისგან", — ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი, Space International-ს მოდერნიზაციის პროექტის ხელმძღვანელი.
"ჩვენ, Thoughtworks-ს, გვიხარია Space International-თან პარტნიორობა, რადგან მათ აქვთ ერთიანი, ჰოლისტიკური მიდგომა აპლიკაციის, არქიტექტურის და საინჟინრო კულტურის ტრანსფორმაციის მიმართ - ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მოქნილები გახდნენ, განვითარდნენ და აჰყვნენ მომხმარებლის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს და გაამართლონ მათი მოლოდინები", — ამბობს ფრენკ პოტოცკი Thougtworks-ის სტრატეგიული ბიზნეს განვითარების დირექტორი.
Space International თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა და მალევე, ქვეყნის საზღვრებს გასცდა. დღეს მის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოში და უზბეკეთში (TBC UZ) ოპერირებს. ჯამურად, კომპანიას 3 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ამათგან ორი მილიონზე მეტი — უზბეკეთში.
უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, კომპანია მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ, თანამედროვე და გამჭვირვალე სერვისს სთავაზობს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ, საბანკო გამოცდილებას. Space International თიბისი ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს ის მსოფლიო კლასის საბანკო გამოცდილება, რასაც საქართველოში 30 წელია ქმნის.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები