ლევან ხაბეიშვილი

3 Jan. 2023, 12:43

4 იანვარს ჩვენი ქვეყნის, მიშას და ჩვენმა მეგობარმა, მარკ ფეიგინმა მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დააანონსა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და, შესაბამისად, 4 იანვარს ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

4 იანვარს, 18:00 საათზე, მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში 2 ლოკაციაზე — ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი. თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან.

მსოფლიოს, მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან.

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციები გაიმართება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვლენ სხვადასხვა ქალაქში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ…