ანემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
ანემია ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის ნაკლებობაა, რის გამოც სხეულის სხვადასხვა ნაწილს ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება. სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, თუ ამ დაავადების რომელი ფორმა გაქვთ, რამდენად მწვავედ მიმდინარეობს ის და როგორია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
შედარებით გავრცელებული ნიშნებია:
- ადვილად დაღლა და უენერგიობა
- უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს
- ჰაერის უკმარისობა და თავის ტკივილი, რომელიც ასევე ფიზიკური აქტიურობისას მძაფრდება
- კონცენტრაციის გაძნელება
- თავბრუსხვევა
- სიფერმკრთალე
- ფეხების კრუნჩხვები
- ინსომნია
რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემია
ადამიანებს, რომელთა ორგანიზმშიც რკინის დეფიციტია, შესაძლოა, შემდეგი სიმპტომები გამოუვლინდეთ:
- ისეთი უჩვეულო რაღაცების ჭამის სურვილი, როგორიცაა ქაღალდი, მტვერი და ყინული
- ფრჩხილების ამოზნექილობა, ანუ საპირისპირო მრუდი
- პირის ღრუში გაღიზიანებული ადგილები, განსაკუთრებით კუთხეებში
ვიტამინ B12-ის ნაკლებობით გამოწვეული ანემია
ადამიანებს, რომელთაც ვიტამინ B12-ის ნაკლებობით გამოწვეული ანემია აქვთ, შეიძლება აწუხებდეთ:
- ხელებსა და ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის შეგრძნება
- შეხების შეგრძნების დაქვეითება
- მოძრაობის გაძნელება
- კიდურების სისუსტე
- დემენცია
ტყვიით ქრონიკული მოწამვლით გამოწვეული ანემია
ტყვიით ქრონიკული მოწამვლით ჩამოყალიბებული ანემია შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:
- ღრძილებზე გაჩენილი მოლურჯო-მოშავო ხაზი
- მუცლის ტკივილი
- კუჭში შეკრულობა
- ღებინება
სისხლის წითელი უჯრედების განადგურებით გამოწვეული ანემია
ქრონიკული მდგომარეობის დროს, როცა ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედები ნადგურდება, თავს იჩენს:
- კანის ან თვალების სიყვითლე
- მოყავისფრო ან მოწითალო განავალი
- ფეხის წყლულები
- ნაღვლის ბუშტის კენჭების თანმდევი ნიშნები
- ბავშვებში ნორმალური ზრდის შეფერხება
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია
ამ ტიპის ანემიის დროს ვლინდება:
- დაღლილობა
- ინფექციებისადმი მოწყვლადობა
- ბავშვებში შენელებული ზრდა-განვითარება
- მუცლის, კიდურების ან სახსრების მწვავე ტკივილი
სისხლის წითელი უჯრედების უეცარი განადგურებით გამოწვეული ანემია
მსგავსი პრობლემის დროს ხშირია:
- მუცლის ტკივილი
- მოყავისფრო ან მოწითალო განავალი
- კანის სიყვითლე
- კანქვეშა სილურჯეები
- სპაზმები
- თირკმლის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები
დაიმახსოვრეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, ამიტომ თუ საეჭვო ნიშნები გამოგივლინდებათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები