საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოზურგეთის ტექნოპარკში პირველი 48 საათიანი ჰაკათონი — Game Jam გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, განაგრძობს ინოვაციური ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდებში ტექ-უნარების განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წელს GITA-ს ოზურგეთის ტექნოპარკის პროექტის Game Jam ოზურგეთი მთავარი პარტნიორია.
ინიციატივის ფარგლებში, 17-18 დეკემბერს ოზურგეთში პირველი Game Jam გაიმართა. ეს იყო 48-საათიანი ჰაკათონი, რომელიც მიზნად ისახავდა, კომპიუტერული თამაშების შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათში ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და ლოკალურ დეველოპერულ ქსელში ინტეგრაციას.
ორი დღის განმავლობაში, ჰაკათონში მონაწილე გუნდები კვალიფიციური მენტორებისა და ტრენერების დახმარებით კომპიუტერული თამაშების დემო-ვერსიების შექმნაზე მუშაობდნენ. შედეგად, შვიდმა გუნდმა ჟიურის და აუდიტორიის წინაში საკუთარი თამაშები წარადგინა.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდი Da Vinchi's Dream გახდა. გუნდის ორივე წევრს — ზუკა კენჭუაშვილსა და ლუკა გორგაძეს საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული პრიზი — 5 000 ლარი გადაეცა.
Game Jam-ის ჰაკათონში მეორე ადგილზე გუნდი Arnold გავიდა, მესამე ადგილი კი AI-Hunter-მა დაიკავა.
თამაშების დეველოპმენტი მომავლის სფეროა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საკუთარი ფანტაზია რეალობად აქციონ, შექმნან უნიკალური პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. Game Jam-ის ჰაკათონი კი ამ სფეროში უნარების განვითარებისა და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა, რომელმაც ოზურგეთში თავი მოუყარა მოყვარულ და პროფესიონალ კომპიუტერული თამაშების შემქმნელებს და მისცა მათ შესაძლებლობა, გამოევლინათ საკუთარი პოტენციალი", — აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.
"საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ოზურგეთში თამაშების დეველოპმენტის სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი Game Jam ჰაკათონის ჩატარება, რომელმაც მისცა სტიმული პროფესიონალ დეველოპერებს, ჩამოსულიყვნენ ოზურგეთში და შეექმნათ ისეთი თამაშები, რომლებსაც კომერციული პოტენციალი გააჩნიათ", — აღნიშნავს ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკის მენეჯერი ავთო თავდიშვილი.
გამარჯვებული გუნდების მიერ შექმნილი თამაშების ვიდეო მიმოხილვა და მათი აღწერები საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის Facebook გვერდზე დაიდება.
-
თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს თახვებმა რკინიგზის სადგური დატბორვისგან იხსნეს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი შსს: არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ — დაკავებლია 3 პირი
გადახედვა
-
გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო გრინვეიში ანაზღაურებადი საზაფხულო სტაჟირება დაიწყო
-
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს ვენესუელაში მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბიჭი ცოცხალი ამოიყვანეს
გადახედვა
-
სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეში თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს სომხეთის ამბერდის ციხესიმაგრეში თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ლევან ხაბეიშვილს უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს მიხეილ სააკაშვილი: ლევან ხაბეიშვილს უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჰოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და "სვეცკებმა" ხმა მაინც არ მოგვცეს
გადახედვა
-
"ეს მთლიანად პოლიესტერი არაა" — გივი მიქანაძე სასკოლო ფორმებზე "ეს მთლიანად პოლიესტერი არაა" — გივი მიქანაძე სასკოლო ფორმებზე
გადახედვა
-
25 აგვისტომდე უნდა მოხდეს ფორმების I ნაწილის მოწოდება — როდის და რა ვადებში მიეწოდებათ ბავშვებს სკოლის ფორმები? 25 აგვისტომდე უნდა მოხდეს ფორმების I ნაწილის მოწოდება — როდის და რა ვადებში მიეწოდებათ ბავშვებს სკოლის ფორმები?
გადახედვა
-
რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე? რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე?
-
ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი) ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი)
-
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო
-
რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია? რამდენად უსაფრთხოა თვალის ფერის შეცვლის ოპერაცია?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
გადახედვა
-
4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია 4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია
გადახედვა
-
ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ
-
კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ
გადახედვა
-
როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა. მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.
გადახედვა
კომენტარები