საია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეზე: პროკურატურამ აღნიშნულზე უნდა დაიწყოს გამოძიება
ფოტო: On.ge
საქართველოს იურისტთა ასოციაცია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის შესახებ გავრცელებულ ბრალდებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მას საკუთარი დედისგან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი წლების განმავლობაში უნაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროკურატურას აღნიშნულზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს:
"აღნიშნული ქმედება, დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;
ეს ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულზე უნდა დაიწყოს გამოძიება".
საიას თქმით, იუსტიციის საბჭოს განმარტებებმა სათანადოდ ვერ გააბათილა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, რადგან ის:
- "- არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსამართლის დედა სახელმწიფოსგან იღებდა ბინის ქირის საფასურს;
- - არ განმარტავს თუ რატომ შეუწყვიტა მოსამართლე გუჯაბიძეს ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება, მაშინ როცა მოსამართლის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი კვლავ არ ფიქსირდებოდა;
- - არ ასაბუთებს რა გარემოებების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის ბინის ქირის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, ცნობილი იყო თუ არა საბჭოსთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მოსამართლის დედის ბინის დაქირავებისთვის გადაიხდებოდა და როდის გახდა აღნიშნული საბჭოსთვის ცნობილი;
- - არ განმარტავს ხომ არ არის მოსამართლის აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები და რატომ არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ პროკურატურის ორგანოებს;
- - არ განმარტავს იმსჯელა თუ არა და თუ იმსჯელა, რატომ არ მიიჩნია მოსამართლის აღნიშნული ქმედება დისციპლინურ გადაცდომად.
შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამომწურავად და სრულყოფილად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. ასევე, შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ადეკვატური და კანონთან შესაბამისი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირება".
ასოციაცია მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა იმ სასამართლო შემადგენლობამ არ უნდა განაგრძოს, რომლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები არსებობს.
საია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით ფაქტობრივი გარემოებებსაც აქვეყნებს:
- "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს უნაზღაურდებოდა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი 2007 წლიდან.
- საბჭოს 2014 წლის 20 იანვრის #1/1 გადაწყვეტილებით და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2014 წლის 8 მაისის #1/39 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს უნაზღაურდებოდა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი 2014 წლის 20 იანვრიდან 8 მაისის პერიოდშიც. ნათია გუჯაბიძეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2015 წლის 22 სექტემბერს და 2016 წლის იანვრიდან ის კვლავ დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
- ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ტელეეთერით გავრცელებულ კომენტარში, მოსამართლის დედა ადასტურებს, რომ მას ბინის ქირას სახელმწიფო უხდიდა;
- მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი www.declaration.gov.ge დასტურდება, რომ არც 2014 წელს და არც მას შემდეგ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი უძრავი ქონება;
- ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საბჭომ ნათია გუჯაბიძის საქმის პროკურატურისთვის გადაგზავნაზე უარი თქვა, მოსამართლე არც დისციპლინურ პასუხისგებაში მიუცია და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა აკმარა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნათია გუჯაბიძე 2005 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, 2007 წლიდან ის მივლინებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო 2012 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწინაურდა და გადაყვანილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიცავს მოსამართლის გადაყვანის დასაბუთებას, რაც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადად პრობლემურია".
2 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საბჭო ადასტურებს შემდეგ ორ ფაქტობრივ გარემოებას: საბჭოს ნათია გუჯაბიძის მიმართ არასოდეს გამოუყენებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან ღონისძიება; საბჭოს არასოდეს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისთვის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.
პირველ ივნისს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანიისთვის კონფიდენციალური წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული და მის მიმართ პროკურატურა სწორედ ამ ბერკეტის გამოყენებით ახდენს ზეწოლას.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავდაპირველად განაცხადა, რომ დისციპლინური დევნა კონფიდენციალურია, მოგვიანებით კი რ2-ის მოსამართლის ბინის ქირაზე ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. პროკურატურის თქმით, მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები