სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის დასახმარებლად
ფოტო: სილქნეტი
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის გარშემო სილქნეტმა უკვე მეხუთეჯერ გააერთიანა კერძო სექტორი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საზოგადოების აქტიური წევრები.
ტრადიციულად წლის მიწურულს საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა და საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარედგინა.
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის კომპანია სილქნეტმა 2018 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან სილქნეტი ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. აქტიურად არიან ჩართული დონორი კომპანიები და ფიზიკური პირები.
"სილქნეტის ყოველწლიური შენატანით და სხვა კომპანიებისა და კერძო პირების დონაციებით ჩვენ 661 ათასი ლარი მოვიზიდეთ გასულ წელს. ამ თანხით დავეხმარეთ 50 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს და მათ არასრულწლოვან შვილებს. მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზებას შევძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდის ყველა მხარდამჭერს. ნებისმიერი თანხით ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გმირებისთვის გაერთიანების საქმეში", — დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი.
ფონდის მიზანია მხარში დაუდგეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. კომპანია სილქნეტის ეს ინიციატივა მებრძოლებისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურება.
ბიზნესის, მთავრობისა და საზოგადოების ერთიანი შემოწირულებებით დაარსებიდან დღემდე ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი.
ეს თანხა დაიხარჯა დაჭრილი მებრძოლის და მათი არასრულწლოვანი შვილების ისეთ საჭიროებებზე, როგორიცაა: ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეთათვის და პროფესიული გადამზადება. ფონდის მმართველობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც მიიღებენ.
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა მსოფლიოში ცნობილ ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-სგან მიიღო გრანტი და მასთან პარტნიორობა გააფორმა.
"ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობა, როგორიცაა Invictus Games Foundation. მათგან მიღებული გრანტი დაჭრილი მებრძოლების გუნდისთვის მჯდომარე კალათბურთის ეტლების შეძენას მოხმარდა. ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ ინვიქტუსს. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მის აღმატებულება მარკ კლეიტონს ძალიან საჭირო და სასარგებლო ინიციატივისთვის, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში British Corner-ის სასწავლო კურსების მეშვეობით ფონდის ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის შესწავლის დაფინანსებას გულისხმობს. ამ პროგრამაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები ჩაერთვებიან. პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდება. ჩვენ ფონდი სწორედ იმ მიზნით დავაფუძნეთ, რომ ჩვენს დაჭრილ გმირებს შევუმსუბუქოთ ტრავმები, სირთულეები და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას", — დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი.
დონორების სრული სია და შემოწირულებების ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: wwsf.ge.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები