სამხრეთ ინგლისში მთელი მდინარე თოვლივით გათეთრდა — რა ხდება
BBC-ს ცნობით, სამხრეთ ინგლისში მდინარე თოვლივით თეთრი გახდა. გაერთიანებული სამეფოს გარემოს დაცვის სააგენტოს (EA) ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიზეზი სანაოსნო გზებში დამაბინძურებლების ჩაშვებაა, თუმცა დაბინძურების წყაროზე ან ბუნებაზე დეტალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
EA-ს თანახმად, 19 კმ-ზე მეტი სიგრძის მდინარე დაზიანდა, რამაც შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილობრივ გარემოზე.
გამვლელები გაოგნებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ ორივე მდინარე, იელმი და პიელი, ამ თვის დასაწყისში თოვლივით თეთრი გახდა. როგორც ადგილობრივი ახალი ამბების საიტი Devon Live იუწყება, ეს ამ მხარეში პირველი შემთხვევა არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ EA-ს ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს დამატებითი დეტალების გამხელაზე, წინა ინციდენტმა, რომლის დროსაც იგივე მდინარე გათეთრდა 2020 წლის ნოემბერში, შეიძლება მოგვცეს მინიშნებები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ამჯერად.
2020 წლის ინციდენტი გამოწვეული იყო "ნალექთან დაკავშირებული ჩამონადენით ზედა დრენაჟში კარიერზე მიმდინარე ოპერაციების დროს", როგორც აღნიშნა იმ დროს EA-ს სპიკერმა. თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამჟამინდელი პრობლემა იმავე წყაროდან მოდის თუ არა.
ადგილობრივი ოფიციალური პირები ცდილობენ, პრობლემა მოაგვარონ. მათ შორის, მეთევზეობის სპეციალისტები იმყოფებოდნენ ადგილზე, რათა შეეფასებინათ დაბინძურების გავლენა თევზებსა და მათ ჰაბიტატზე. თუმცა დაბინძურების პირდაპირი ზემოქმედება გარემოზე, ჯერჯერობით, კვლავ უცნობი რჩება.
კომენტარები