თიბისის მხარდაჭერით პლანტველის ბიომეურნეობა კიდევ უფრო გაიზრდება
ფოტო: თიბისი
კომპანია პლანტველის ეტიკეტსა და ლოგოს ქართული ბიოპროდუქტის, განსაკუთრებით კი მარწყვის მოყვარული მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა. პლანტველის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მანანა ანჯაფარიძემ მარწყვის ბაღების გაშენება 2019 წელს გადაწყვიტა. იტალიიდან ჩამოტანილი ჯანმრთელი, ნაყოფიერი მარწყვის ნერგებისთვის ნატახტრის მიწა და კლიმატი თითქმის იდეალური აღმოჩნდა და ერთი წლის თავზე პლანტველის გუნდმა გაწეული შრომის ნაყოფი, პირველი წარმატებაც მოიმკა იტალიურმა მარწყვმა უხვი და ჯანმრთელი ნაყოფი გამოიღო, რამაც პლანტველის გუნდის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
მანამდე კი იყო ბიომერუნეობის გაშენების რთული, მაგრამ გამოცდილებებით სავსე მცდელობები: 2018 წელს, ადგილობრივ სანერგეში ნაყიდი ჟოლოსა და მაყვლის ნერგები, რომლებიც კომპანიამ ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით 3 ჰა მიწაზე გააშენა, დაავადებული აღმოჩნდა, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს ერთ წელიწადში ბაღების მთლიანად ამოთხრა და დაავადებული ნიადაგის მკურნალობა მოუწიათ.
თუმცა, მანანა ანჯაფარიძე ზარალს და წარუმატებლობას არ შეუშინდა და იტალიელი კონსულტანტის, ფრანკო ზენტის რჩევით და დახმარებით, იგივე მიწაზე, ახლა უკვე იტალიური მარწყვის რემონტანტული ჯიშის ნერგების გაშენება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა და ერთი წლის თავზე ყველა დაარწმუნა, რომ მის მიერ დაწყებული უკომპრომისო, შრომატევადი და სირთულეებით სავსე საქმე — ბიოპროდუქტის წარმოება — სასარგებლოს გარდა მოგების მომტანიც იყო.
თიბისისა და ბიომეურნეობა პლანტველის ურთიერთობა სწორედ 2019 წელს დაიწყო, როცა მანანა ანჯაფარიძე მარწყვის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას შეუდგა, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით მეურნეობა ტრაქტორით, ღობით, შიდა გზებით, 150 მეტრიანი ჭაბურღილითა და რეზერვუარებით, სველი წერტილებითა და საჩრდილობლით აღჭურვა და მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმა.
პარტნიორობა ამით არ დამთავრებულა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარწყვის ძირები გაცილებით ჯანმრთელი და ნაყოფიერი იქნებოდა, თუკი მას იტალიურივე კონსტრუქციით გადახურავდნენ. თბისისი მხარდაჭერითა და ფრანკო ზენტის რჩევით, პლანტველიმ ეგრეთწოდებული გვირაბული სისტემის სათბურები იტალიიდან საქართველოში ჩამოიტანა და ნატახტრის ბიომეურნეობაში დაამონტაჟა.
"ჯიშებმა, რომლებიც ჩვენ იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ნატახტარში ძალიან კარგად იხარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ მაინც უჭირთ ზაფხულის ცხელი დღეების, ჭარბი ნალექებისა და ქარების გაძლება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ცოტა ჩვენც დავეხმაროთ მარწყვს იმ პროცესების გავლაში, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ უხვი და ჯანსაღი ნაყოფი მოგვცეს. გვირაბული სათბურები სპეციალურად მარწყვის კულტურაზეა გათვლილი, მას აქვს სპეციალური, დამცავი ფირი და მზისგან დამჩრდილავი ბადე, რომელიც იცავს მას ზედმეტი სიცხისგან. მარწყვი დაცულია, ასევე, სეტყვისგან და ქარისგანაც, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო.
თიბისის დახმარებით შარშან დავამონტაჟეთ ეს სათბურები და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს პრობლემებიც მოგვარებულია. პირველი წელია, რაც მოსავალი მივიღეთ — 1ჰა-ზე 20ტ. მარწყვი, რაც საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი რაოდენობაა. ამავდროულად, პირველი წელია, მოგებაზეც გავედით. მომავალ წლებში კი უფრო მეტ მოსავალს ველოდებით", — ამბობს მანანა ანჯაფარიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორი ტექნოლოგიის და მეთოდების გამოყენებით მარწყვის მეურნეობა გაცილებით მომგებიანი ბიზნესი გახდება, ვიდრე დღეს არის.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შემდეგ წლებში პლანტველი მარწყვის რემონტანტული ჯიშებისგან კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელოდება. გეგმა კი სათბურებში დამატებით სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებას გულისხმობს, რომლის დახმარებითაც შიდა სივრცეში ტემპერატურის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. ამ სისტემამ კი მზის ენერგიაზე უნდა იმუშაოს, შესაბამისად, მანანა ანჯაფარიძე პლანტველის მეურნეობაში მზის პანელების დამონტაჟებასაც აპირებს.
გარდა ამისა, კომპანია მეურნეობის გაფართოებას და ბიზნესის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს. მალე პლანტველი ტურისტებსაც უმასპინძლებს.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები