წარწერა მაისურზე: უკრაინა ომშია

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 Nov. 2022, 14:32

მათ არ სურთ ომის დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე გრძნობენ დაღლილობას. მხოლოდ კრემლი, მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერეაციას მეთაურობს, არ დაღლილა ამ ომით. პრინციპში, შეიძლება, ის დაიღალა ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ომით ნამდვილად არ დაღლილა.

რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან, ულტიმატუმების გარდა, არაფერი მსმენია. 24 თებერვლიდან მხოლოდ ულტიმატუმებია — დენაციზაცია, დემილიტარიზაცია, ყველაფერი "დე" ნაწილაკით იწყება. ყოველთვის უნდათ რაღაცის ჩამორთმევა ძალით, ჩვენს მიწაზე.

ამიტომაც ვთქვი, რომ არ ვაპირებ ამ ადამიანთან საუბარს, თუ ის თავს უფლებას აძლევს და ატარებს ფიქტიურ რეფერენდუმებს. მე ვთქვი, რომ თუ ეს გაკეთდება, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის, ჩვენი უფლებების, ჩვენი თავისუფლებების უპატივცემულობას. მერე რაზე ველაპარაკოთ მას? მაგრამ მე არ დავხურე კარი მოლაპარაკებისთვის. მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ, მაგრამ სხვა რუსეთთან.

შეიძლება, მოლაპარაკებაზე ვისაუბროთ, როცა საკუთარ თავს ოკუპანტად აღიარებენ და მზადყოფნას გამოავლენენ, დაგვიბრუნონ ყველაფერი: მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართალი. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი თანხა მშობლებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეს მათთვის პრიორიტეტული არ არის. მათ სამართლიანობა სჭირდებათ. მაგრამ ჯერჯერობით ასეთი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან არ მსმენია, არც პუტინისგან და არც სხვისგან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ