ნიკა მელია

8 Nov. 2022, 22:55

ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო თანამშრომლობა, კოორდინაცია და ძალიან მჭიდრო კავშირი ყველა კუთვნილ ოპოზიციურ პარტიასთან და ბევრ შემთხვევაში, ამის ინიციატორებიც ვიყავით. რამდენიმე შემთხვევაში იყო მექანიკური ერთობის სახით მოცემული და სხვადასხვა შემთხვევაში, უბრალოდ იყო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, თუნდაც ქუჩის მანიფესტაციებით დაწყებული და სხვადასხვა საკითხი, რომელსაც არ ჩამოვთვლი.

რაც შეეხება ამ სამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას — მე მივესალმები და ვისურვებდი, ყოველ შემთხვევაში, რომ პირველ რიგში, ეს 3 პარტია თავად გაერთიანდეს და ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდეს, ეს არის ჩემი მოსაზრება. ეს იქნებოდა ძლიერი განაცხადი. მეორე, რაც შეეხება [სხვა პარტიებთან გაერთიანების ინიციატივას] — აქ ვისურვებდი, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მომზადებული ყოფილიყო. მე ამას იდეას ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ ჩვენ მეორე მხრიდან იდეას ვერ ვხედავთ, საიდანაც მოდის ეს ინიციატივა. ეს არის უბრალოდ პროცესი, სადაც ბევრი ნაკლოვანება დაფიქსირდა და მათ შორის, პირველი ნაკლოვანება ის, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ეს ტელეეთერებიდან არ უნდა გაეგოთ, არა იმიტომ, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო — არა. იმიტომ, რომ ყოველთვის მეტი სივრცე ჩნდება გაურკვევლობისთვის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ