მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან — რა ვიცით
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარტია 2022 წლის 27 ნოემბერს პირველ ყრილობაზე დაფუძნდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მწვანეები აცხადებენ, რომ ეს იქნება პირველი მემარცხენე-ცენტრისტი, ქვიარ და ფემინისტური პარტია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
- მათი განცხადებით, ეს ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია;
- მათი მიზანია გააძლიერონ მხარდაჭერა პროგრესული სოციალური მოძრაობებისთვის, რომლებსაც იგივე ხედვა აქვთ;
- "პოლიტიკური პლატფორმით ხელს შევუწყობთ ფართომასშტაბიან მოძრაობებს და სათემო ინიციატივებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, სოციალური სამართლიანობის, დისკრიმინირებული ჯგუფების, მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისკენ მიმართული დადებითი ქმედებებისკენ", — აცხადებენ ისინი.
დეტალები: როგორც თანადამფუძნებელი თორნიკე კუსიანი On.ge-სთან ამბობს, პარტიის მთავარი პრიორიტეტებია განათლება, თანასწორობა და ეკოლოგია, გარემოს დაცვაა.
- "სხვა გზა აღარ დაგვრჩა. მთელი ჩვენი ძალები, მთელი ჩვენი მოხალისეობის ისტორია ეს ყველაფერი ამით თუ არ დაგვირგვინდა. ამით თუ არ დაიწყო ახალი მწვანე პოლიტიკური ძალის ისტორია სხვანაირად ვერ მივაღწევთ ცვლილებებს ქვეყანაში", — ამბობს კუსიანი.
- "აქტივიზმით რა ცვლილებების მიღწევაც გვსურდა, ცხადი იყო, რომ არ გამოდიოდა, ამიტომ პოლიტიკაში სხვა მექანიზმით, პარტიული კუთხით მოსვლა ბევრად უფრო ეფექტური იქნება", — გვითხრა კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, ნინო გოგოჭურმა.
გარდა ამისა, თორნიკე კუსიანის განცხადებით, პარტიას ექნება მკაფიო ღირებულებები — "პოლიტიკურ თამაშს კი არ აწარმოებს იმისთვის, რომ უბრალოდ ამომრჩევლები მოხიბლოს, გულწრფელი იქნება თავის ღირებულებებში".
- "ვემიჯნებით დომინანტურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც მოიყვანეს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე და ადამიანებს ცვლილების იმედი დაუკარგეს", — გვეუბნება კუსიანი.
- ნინო გოგოჭური აცხადებს, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი ხანია, არის მზაობა, ზუსტად ისეთი პოლიტიკური ძალისთვის, როგორსაც ქმნიან — "სოციალურ საკითხებზე საუბარი ძალიან აკლია ჩვენს პოლიტიკას".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები