ქართულმა სტარტაპმა Theneo მასშტაბურ საერთაშორისო სამიტზე კონკურსში გაიმარჯვა
"გთხოვთ, ჩამოხვიდეთ საქართველოში სტარტაპებისთვის", — თქვა ანა რობაქიძემ სამადლობელ სიტყვაში.
იქ სადაც ტექნოლოგიური სამყარო ერთმანეთს ხვდება, ანუ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ვებკონფერენციაზე წელს არაერთ ქართველს შეხვდებოდით. ზოგ მათგანს მონაწილის ამპლუაშიც. სამიტი ლისაბონში გაიმართა და ყოველწლიურად 70 000-მდე ადამიანს აერთიანებს. განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი კი ის არის, რომ წელს Web Summit-ის ფარგლებში გამართულ სტარტაპ კონკურსზე PITCH პირველი ადგილი სწორედ ქართულმა Theneo-მ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიტულისთვის მსოფლიოს მასშტაბით თავდაპირველად ათასზე მეტი სტარტაპი იბრძოდა.
"ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, ამის დაჯერება მიჭირს. გასულ წელს აქ ვიყავი, ვიჯექი დამსწრეთა რიგებში და ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც აქ ვმდგარიყავი. ამიტომ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ნამდვილად აქ ვდგავარ. მე აქ არა მხოლოდ ჩემს კომპანიას, არამედ ჩემს ქვეყანასაც წარმოვადგენ. ძალიან მადლიერი ვარ. მინდა მივესალმო ჩემი კომპანიის თანადამფუძნებელსა და უამრავ არაჩვეულებრივ ქართულ სტარტაპს. შეგიძლიათ ისინი იპოვოთ: CARU, Payz და უამრავი შესანიშნავი კომპანია. გთხოვთ, ჩამოხვიდეთ საქართველოში სტარტაპებისთვის", — თქვა Web Summit-ის სცენაზე ანა რობაქიძე, Theneo-ს თანადამფუძნებელმა ჯილდოს მიღების შემდეგ.
Theneo API დოკუმენტაციის მომზადებაში ეხმარება მომხმარებლებს და ეს ახალგაზრდა კომპანია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქვეყნის, აქსელერატორის, ღონისძიების, ინვესტორის, კონკურსისა თუ გამოცემის ყურადღებას იმსახურებს.
ასევე იხილეთ:
კომენტარები