გიორგი გაბუნია

2 Nov. 2022, 13:10

გაკვირვებული არ ვარ. ჩვენ გვქონდა იმედი, რომ შეიძლებოდა, რამე მომხდარიყო, ოღონდ, არა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლეები გადაწყვეტდნენ რომ მოდი, ასე ვთქვათ. შეიძლებოდა, რაღაცა ხდებოდა ბექგრაუნდში, სცენის მიღმა და შეიძლებოდა, ბიძინა ივანიშვილს დასჭირვებოდა ნიკა თავისუფალი, მაგრამ არა.

ჯერ კიდევ ივანიშვილს სჭირდება, რომ ნიკა იყოს ციხეში. თუ ქვეყანაში ან საერთაშორისო არენაზე შეიცვლება მდგომარეობა ისე, რომ ნიკას თავისუფლება უფრო მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის და ქართული ოცნებისთვის, მაშინ ნიკას გაათავისუფლებენ, თორემ, საქმეში რა ხდება, ჩვენ რა გვინდა, სხვას რა სჭირდება, რა თქმა უნდა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ნიკა გვარამია 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…