როგორ ხედავდნენ მზის დაბნელებას თბილისიდან — ფოტოები
დღეს, 15:00 საათზე მზე ნაწილობრივ დაბნელდა. მთვარემ მზის წინ ჩაიარა და მისი 82% დაფარა. მზის ნაწილობრივი დაბნელება საქართველოდანაც ხილული იყო და მისი აღბეჭდვა საქართველოდან რამდენიმე მოყვარულმა თუ პროფესიონალმა ფოტოგრაფმა შეძლო.
მათ შორის, დავით დვალის ფოტოებიცაა, რომელიც თბილისიდან დანახულ 2022 წლის 25 ოქტომბრის მზის დაბნელებას ფაზებად ასახავს:
ასევე იხილეთ ირაკლი ტყემალაძისა და სხვა ავტორების ფოტოებიც:
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დედამიწაზე მზის სრული დაბნელება არსად ყოფილა, რადგან მთვარე და მზე ერთმანეთის მიმართ იდეალურად არ იყო გასწორებული და შედეგად, მთვარეს მთლიანად არ დაუფარავს მზე. სამაგიეროდ, როგორც ხედავთ, მზემ ნახევარმთვარის ფორმა მიიღო.
დღეს ცენტრალური დაბნელების წერტილმა გაიარა ჩრდილოეთ პოლუსზე, სადაც მზის 82% დაბნელდა. რუსეთიდან მზის 80%-ის დაბნელება გამოჩნდა, ჩინეთიდან — 70%, ნორვეგიიდან — 63%, ხოლო ფინეთიდან — 62%-მდე.
კომენტარები