ოქტომბერში მზე ნაწილობრივ დაბნელდება — საიდან შევძლებთ დაკვირვებას
2022 წლის 25 ოქტომბერს, ჰელოუინამდე 6 დღით ადრე, მთვარე მზის წინ ჩაივლის, რაც მზის ნაწილობრივ დაბნელებას გამოიწვევს. ამ დროს მზე ისე გამოჩნდება, თითქოს ნაწილი "მოაკბიჩეს".
ნაწილობრივი დაბნელება ხილული იქნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და გერნსიში, გაერთიანებულ სამეფოში, და ყველაზე უკიდურესი იქნება ჩრდილოეთ პოლუსსა და რუსეთში.
დაახლოებით შუადღის პირველიდან 5 საათამდე, მზის დისკის დაახლოებით 82% დაიფარება მთვარის ჩრდილით ცენტრალური დაბნელების წერტილში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დედამიწაზე არსად იქნება მზის სრული დაბნელება. ეს იმიტომ ხდება, რომ 25 ოქტომბრის დაბნელების დროს მთვარე და მზე ერთმანეთის მიმართ იდეალურად არ იქნებიან გასწორებული და შედეგად, მთვარე მთლიანად არ დაფარავს მზეს. სამაგიეროდ, მზე ნახევარმთვარის ფორმას მიიღებს.
დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე ხვდება დედამიწასა და მზეს შორის, ჩრდილს აყენებს პლანეტის ნაწილს და მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავს მზის შუქს. მზის დაბნელება არასოდეს ჩანს მთელ პლანეტაზე, რადგან მთვარე დედამიწაზე გაცილებით პატარაა და მისი ჩრდილი მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგანისაა.
ცენტრალური დაბნელების წერტილი — სადაც ნებისმიერი დაბნელება თავის პიკზეა — არის წერტილი დედამიწაზე, სადაც წარმოსახვითი ხაზი, რომელიც აკავშირებს მზისა და მთვარის ცენტრებს, ხვდება ჩვენი პლანეტის ზედაპირს. დამკვირვებლები ამ წერტილიდან ხედავენ მთვარეს, რომელიც პოზიციონირებულია პირდაპირ მზის შუაგულში.
თუმცა ეს წერტილი დაბნელების დროს ფიქსირებული არ არის. როდესაც მთვარე აგრძელებს მოძრაობას თავის ორბიტაზე, მისი ჩრდილიც პლანეტაზე 1600-დან 8000 კმ/სთ-ში მოძრაობს და თან ცენტრალური დაბნელების წერტილიც "მიაქვს".
სრული დაბნელებისას, ცენტრალური დაბნელების წერტილი დედამიწის ზედაპირზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრაობს. ნაწილობრივი დაბნელების დროს კი, რომელსაც ვიხილავთ ოქტომბრის ბოლოს, ეს წერტილი ან გადის ჩრდილოეთ პოლუსის ზემოთ ან სამხრეთ პოლუსზე და არ კვეთს დედამიწის ზედაპირს. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე მთვარის ჩრდილის მხოლოდ კიდე ეცემა და სწორედ ამიტომ არ ბნელდება მზე სრულად.
25 ოქტომბერს ცენტრალური დაბნელების წერტილი ჩრდილოეთ პოლუსზე გაივლის, სადაც მზის 82% დაბნელდება. რუსეთიდან გამოჩნდება მზის 80%-მდე დაბნელდება, ეს პროპორცია ჩინეთში 70%-მდე იკლებს, ნორვეგიაში 63%-მდე და ფინეთში 62%-მდე.
გაითვალისწინეთ, რომ არასოდეს შეხედოთ მზეს ბინოკლებით, ტელესკოპით ან შეუიარაღებელი თვალით სპეციალური დაცვის გარეშე. ასტროფოტოგრაფები და ასტრონომები იყენებენ სპეციალურ ფილტრებს, რათა უსაფრთხოდ დააკვირდნენ მზეს მისი დაბნელების ან მზის სხვა მოვლენების დროს.
კომენტარები