უკრაინის შეიარაღებული ძალები

21 Oct. 2022, 19:09

უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ ბელარუს ხალხს, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ გვაკავშირებდა მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა. ბევრჯერ ჩვენს ისტორიაში ერთად ვიბრძოდით საერთო მტრის წინააღმდეგ, ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს და ვცხოვრობდით მშვიდობიანად. დღეს თქვენი ხელმძღვანელობა ემზადება, რომ შეუერთდეს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. აპირებს, ჩაითრიოს ბელარუსი ხალხი ბინძურ ომში, სისხლი და სიკვდილის ლაქა დაადოს. 

შემოწმებების საფარქვეშ დაიწყო ბელარუსის მოქალაქეების ფარული მობილიზაცია უკრაინის საზღვარზე რუსეთ-ბელარუსის საერთო დაჯგუფების კომპლექტაციისთვის. უკრაინა არასდროს ემუქრებოდა და არც დღეს ემუქრება ბელარუსს. 

24 თებერვლიდან თქვენი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებისთვის, ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა თავდასხმა კიევზე, მაგრამ უკრაინამ ამ დრომდე არცერთხელ არ უპასუხა ამ აგრესიულ ქმედებებს. მეგობრობას ჩვენ ხალხს შორის ჩვენ უფრო მეტად ვაფასებთ, ვიდრე შესაძლებლობას, ვუპასუხოთ თქვენი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს. 

თავის განცხადებებში პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საუბრობს არარსებულ სამხედრო საფრთხეებზე და საპასუხო მოქმედებების მზაობაზე. ცხადია, ამით ის ცდილობს გაამართლოს შესაძლებლობა, თქვენი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართოს.

თავდასხმის ბრძანებას მიიღებს რუსულ-ბელარუსული ერთობლივი დაჯგუფება და ბელარუსებმა უარი რომც თქვან მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაზე, შესაძლოა, ამ დაჯგუფების რუსულმა ნაწილმა ისინი ჩაითრიოს. 

თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ ვუპასუხებთ. ვუპასუხებთ ისევე სასტიკად, როგორც ყველა დამპყრობელს უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენს ხელთ არსებული სრული არსენალის გამოყენებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების დაბომბვით. ჩვენ არ გვინდა ეს!

ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ყველა მოქალაქეს, არ შეასრულოთ თქვენი ხელმძღვანელობის ბრძანებები ომში ჩართვაზე, რაც არის დანაშაული ბელარუსის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მოგიწოდებთ, არ გაიყოთ პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულებზე, რომელიც უკვე ჩაიდინა რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე. 

მოგიწოდებთ, არ დამარხოთ თქვენი შვილები, ქმრები, მამები და ძმები, რომლებიც შეეწირებიან პუტინისა და ლუკაშენკოს შიშს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. 

დიქტატორები დავიწყებას მიეცემიან, ხოლო ომის დამნაშავეები ადრე თუ გვიან აღმოჩნდებიან განსასჯელთა სკამზე. კედლები ინგრევა და არც კრემლის კედელი იქნება მარადიული. 

იმპერიები იშლება და რჩებიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ მეგობრები, ან მტრები. ეს როგორ იქნება, დამოკიდებულია არა ლუკაშენკოზე ან პუტინზე, არამედ თითოეულ თქვენგანზე. 

თუ რამე ფორმით გაიძულებენ, გადაკვეთოთ ბელარუსი-უკრაინის საზღვარი იარაღით ხელში, არ გამოიყენოთ ეს იარაღი. გაჩერდით, დაუშვით იარაღები ქვევით და დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში თქვენ არავინ გაგიხსნით ცეცხლს. 

ღმერთი და სიმართლე უკრაინის მხარესაა, თქვენ კი სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. (Жыве Беларусь) გაუმარჯოს ბელარუს, დიდება უკრაინას! 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ