როგორ დავამზადოთ მარილის პირამიდისებრი კრისტალები — მარტივი ექსპერიმენტი სახლის პირობებში
მართალია, ჩვეულებრივი გრანულირებული მარილი, სუფრის მარილი, უმრავლესობისთვის კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ შესახედავად იგი თავის გემოსთან ახლოსაც ვერ მივა. სწორედ ამიტომ, სახლის პირობებში მისგან პირამიდის ფორმის კრისტალების დამზადებას გასწავლით.
მარილის პირამიდისებრი კრისტალები ბუნებრივადაც იზრდება. როგორც წესი, ეს ისეთ გარემოში ხდება, სადაც მარილიან გუბეს მზის საკმარისი სითბო აქვს.
ღრუს მაგვარი სტრუქტურიდან გამომდინარე, ენაზე ასეთი კრისტალები ძალიან სწრაფად დნება და, შესაძლოა, ჩვეულებრივ მარილზე მლაშეც გეჩვენოთ.
სახლის პირობებში მათ დასამზადებლად მარილს ცოტა წყალი უნდა შეურიოთ. უმჯობესია, ეს შუშის ჭურჭელში გააკეთოთ, რადგან ხსნარს, რომლის გაკეთებასაც აპირებთ, მეტალის დაზიანება შეუძლია. ნარევი დაახლოებით 60-70 გრადუს ცელსიუსზე უნდა შეათბოთ ელექტროქურაზე.
ასევე იხილეთ: როგორ დავამზადოთ ბისმუთის კრისტალები სახლის პირობებში
წყლის აორთქლებასთან ერთად მართკუთხა პირამიდები იწყებს ზრდას. იმისათვის, რომ გახურებულ ხსნარში კონვექციური დინებები ჩაწყნარდეს, მას ცოტა საკვებად ვარგისი კალიუმის ალუმი უნდა დაამატოთ. ასე კრისტალები ერთმანეთთან შეწებების გარეშე ჩამოყალიბდება.
აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ, პარამეტრების შეცვლით სხვადასხვა ტიპის პირამიდისებრი კრისტალები გაზარდოთ.
თავისთავად, სახლში ჩატარებულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტთა შედეგების გასინჯვას უნდა მოერიდოთ ხოლმე, თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ კრისტალებს მლაშე გემო აქვს.
დაბოლოს, თუკი მარილის პირამიდისებრი კრისტალების დამზადებას გადაწყვეტთ, არ მოგერიდოთ და შედეგები ჩვენც გაგვიზიარეთ.
კომენტარები