ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარს "წინასწარგანზრახულ ქმედებას" უკავშირებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
გრინსერვისი+-ის მფლობელი ლაშა ფურცხვანიძე გამოკითხვაზე პოლიციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა.
- ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, მეორე კი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
- ვაკის პარკში კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა — სარეაბილიტაციო სამუშაოებს სწორედ კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა.
- მას შემდეგ რაც მოზარდების დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა სცადა, ეს მოვლენები წინასწარ დაგეგმილ ქმედებასთან და ოპოზიციის დივერსიასთან დაეკავშირებინა.
დეტალები: ფურცხვანიძის თქმით, გამოკითხვაზე მთავარი კითხვები დაისვა შესრულებული სამუშაოებისა და უბედური შემთხვევის შესახებ.
- "პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები არის ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც. ამას შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
- კითხვაზე, შემოწმებული იყო თუ არა და არსებობდა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა, ფურცხვანიძე ასე პასუხობს: "შემოწმებული იყო, სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში. შემოწმებული იყო, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში";
- ხოლო კითხვაზე, პირადად რას უკავშირებს იმას, რაც მოხდა, ამბობს:
"ძალიან არ მინდა თქმა, მაგრამ ერთადერთი, რაღაც წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას, სხვა მე ვერაფრით ვერ ვხსნი". - მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, არსებობს თუ არა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
- "ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, სამი საათი მუშაობდნენ ჩართულ აუზში, ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ამის კადრიც არსებობს ძაღლი სამჯერ ჩახტა აუზში და არანაირი ის არ იყო. ჩვენ ეს თითქმის ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვიჩენია. ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი... ასე არ ხდება, რა", — ამბობს ფურცხვანიძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
- ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც შსს-ს ისე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები.
- აცხადებს, რომ დაიკითხნენ სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორი, მანდატურები, პედაგოგები და ყველა ვინც შეესწრო მომხდარს;
- "დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულ იქნა შემსრულებელი კომპანიის და თბილისის საქალაქო სამსახურიდან", — თქვა პოლიციის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებთან.
რას ამბობენ მერიაში: მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, თანამშრომლები ყოველდღე მუშაობდნენ ჩართულ შადრევანში.
- ბასილაია ამბობს, რომ ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემური ტესტირება მუდმივად ტარდებოდა;
- როგორც ბასილაია ამბობს, მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, ასევე აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა.
არქივიდან: გრინსერვისი+-ის მფლობელის, ლაშა ფურცხვანიძის წინააღმდეგ 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
- 2018 წელს TI აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ამისა, ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და 2018 წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო.
- 2021 წელს ფლანგვის დეტექტორი წერდა, რომ მხოლოდ 2020 წელს კომპანიამ 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 7 წელში ტენდერების გზით დაახლოებით 41 256 287 ლარი აქვს მიღებული.
ოფიციალურად წარდგენილ დოკუმენტაციაში ვაკის პარკში რეაბილიტაციაზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 26 აგვისტოთი თარიღდება — წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- ინსპექტირების ანგარიშის დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
კომენტარები