ილონ მასკმა ჰუმანოიდი რობოტი Optimus წარადგინა — ნახეთ, რა შეუძლია მას
30 სექტემბერს, "ხელოვნური ინტელექტის დღეს", Tesla-ს CEO-მ ილონ მასკმა თავისი ჰუმანოიდი რობოტი Optimus წარადგინა.
მილიარდერმა განაცხადა, რომ რობოტების ბიზნესი მანქანების წარმოებაზე მეტად ღირებულია და იმედოვნებს, რომ მალე თვითმავალი მოწყობილობების წარმოებას გასცდება.
რობოტის პროტოტიპი სცენაზე გამოვიდა და აუდიტორიას ხელი დაუქნია. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადააქვს რობოტს ყუთი და რწყავს ყვავილებს.
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე შევქმნათ ჰუმანოიდი რობოტი", — თქვა მასკმა ჯერ კიდევ ტესლას კალიფორნიის ოფისში. "კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა დავხვეწოთ და სრულვყოთ Optimus.
მასკმა თქვა, რომ ახლა ჰუმანოიდ რობოტებს "არ აქვთ ტვინი"; მათ არ გააჩნიათ ინტელექტი, რათა თვითონ გაკვალონ გზა ჩვენს სამყაროში. ამას გარდა ისინი ძალიან ძვირი ღირს და მცირე რაოდენობით იწარმოება.
"ამის საპირისპიროდ", — აღნიშნა მან, — "Optimus ძალიან მოქნილი რობოტი იქნება, რომელსაც დიდი რაოდენობით აწარმოებენ — მილიონი ერთეული — და მოსალოდნელია, რომ მანქანაზე ნაკლები ეღირება, $20 000-მდე".
თავდაპირველად რობოტი მოსაწყენ, რუტინულ ან საშიშ დავალებებს შეასრულებს, მათ შორისაა, ტესლას ქარხანაში ნაწილების გადაადგილება, მანქანებისთვის მიერთება და სხვა.
მასკის თქმით, მომავალში ეს რობოტები ჩვენს სახლებში შემოვლენ, მოამზადებენ ჩვენთვის საუზმეს, სახლს დაალაგებენ, მოხუცებს მოუვლიან და, შესაძლოა, ადამიანებისთვის სექს პარტნიორადაც იქცნენ.
პარასკევის ივენთზე ილონ მასკმა სრულად თვითმავალ მანქანებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ განაახლეს მაღალი სიჩქარის კომპიუტერი დოჯო, რომელიც თვითმავალი მოწყობილობების განუყოფელი ნაწილია. ტესლას ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 2024 წლისთვის ისინი უკვე შეძლებენ სრულად თვითმავალი მანქანების წარმოებას, რომელთაც პედალი არ ექნებათ
კომენტარები