დედამიწიდან დანახული ისტორიული კადრები — NASA-ს ხომალდის შეჯახება ასტეროიდთან
ნახეთ დედამიწიდან გადაღებული ისტორიული შეჯახების პირველი კადრები
NASA-ს პლანეტარული თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი შედეგების დანახვა დედამიწიდანაც კი იყო შესაძლებელი — თუმცა ამისათვის დიდი ტელესკოპი (VLT) იყო საჭირო.
ვარსკვლავებზე დამკვირვებელმა ტიმ ლისტერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა Las Cumbres-ს ობსერვატორიიდან გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ზუსტად ის მომენტი, როდესაც NASA-ს "ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტის" (DART) ხომალდი ასტეროიდს ეჯახება და ქმნის მტვრის ნაწილების უზარმაზარ ტალღას.
ლისტერი ერთადერთი პროფესიონალი ასტრონომი არაა, რომელმაც შეჯახების კადრები აღბეჭდა და გამოაქვეყნა. The Asteroid Terrestrial-impact Last Alert System-მაც (ATLAS), რომელიც NASA-სა და ჰავაის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, თავისი ტელესკოპით გადაიღო DART-ის დიმორფოსთან შეჯახება. ეს კადრებიც საკმაოდ შთამბეჭდავია.
მართალია, დიმორფოსი — წყვილ ასტეროიდ დიმოსის მოწყვეტილი ნაწილი — დედამიწას არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ DART-ის შესაძლებლობების გამოცდას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით დავრწმუნდით, ასტეროიდისგან დამცავ NASA-ს ხომალდს რეალურად შეეძლება, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ციურ სხეულებს, რომლებმაც მომავალში დედამიწას პოტენციური საფრთხე შეიძლება, შეუქმნან.
იმის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, როგორი საოცარი საყურებელი იყო შეჯახების კადრები და როგორ ახასიათებენ NASA-ს მეცნიერები მას ("საყურებლად ლამაზი"), შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მისია წარმატებით შესრულდა. ჯერ კიდევ ველოდებით ზუსტ მონაცემებს, თუ როგორ შეცვალა ხომალდმა ასტეროიდის ტრაექტორია.
"კაცობრიობა 1:0 ანგარიშით უგებს ასტეროიდს", — თქვა NASA-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შეჯახების ლაივის დროს.
მართლაც, ასეთი კადრების შემყურეს გაუჭირდება, არ დაეთანხმოს მას.
კომენტარები