ვისოლის საწვავის ტალონების შეძენა უკვე კარფურშიც არის შესაძლებელი
ფოტო: ვისოლი
კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდეს ქსელში, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს, ვისოლის უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის შეძენა ექსკლუზიურად, ყველაზე დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი.
ვისოლის ევრო რეგულარის, პრემიუმის და ევრო დიზელის 17 თეთრით იაფად შეძენას, მომხმარებლები ამ ეტაპზე თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში შეძლებენ, რაც სამოგზაურო სეზონზე საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზებაა.
კარფური უზრუნველყოფს მუდმივ წვდომას მაღალი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანზე, სწორედ ამიტომ, "ვისოლ ჯგუფთან" ერთად, რომელიც მუდმივად ცდილობს მოგზაურობისას მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მომხმარებლებს, უმაღლესი ხარისხის საწვავის ტალონების შეძენას ვისოლის სერვისცენტრების გარდა, ახლა უკვე ექსკლუზიურ ფასად კარფურის ჰიპერმარკეტებში სთავაზობს. ეს კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურ საყიდლებთან ერთად, საწვავის თითოეულ ლიტრზე 17 თეთრიანი ფასდაკლებით, ექსკლუზიურად კარფურში შეიძინონ და იმოგზაურონ ვისოლთან ერთად.
"ვისოლ ჯგუფსა და კარფურს ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ვისოლი, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების საერთაშორისო ქსელთან ერთად, საქართველოში ახალ სამომხმარებლო ქცევას წარმატებით დაამკვიდრებს", — აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
"მოხარულები ვართ, რომ კარფურისა და ვისოლ ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად, კიდევ უფრო იზრდება საცალო ვაჭრობის სტანდარტები ქართულ ბაზარზე. კარფური მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად დაააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები და შესთავაზოს საუკეთესო სავაჭრო გამოცდილება", — აცხადებს კარფურის გენერალური დირექტორი ჟერომ აკელი.
ფრანგული ბრენდი კარფური ვისოლ ჯგუფში შემავალი კომერციული უძრავი ქონების კომპანია MP დეველოპმენტის პარტნიორი 2017 წლიდან გახდა. შეთანხმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, კარფურის სუპერმარკეტები უკვე MP დეველოპმენტის შვიდ სავაჭრო ცენტრშია წარმოდგენილი და მომავალი წლის ბოლომდე გორი მოლის კომპლექსშიც განთავსდება.
ვისოლისა და კარფურის თანამშრომლობის ფარგლებში კი, საწყის ეტაპზე, საწვავის ტალონები ორ ჰიპერმარკეტში, მომავალში კი კარფურის სხვა ფილიალებშიც გაიყიდება.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები