ის დამნაშავედ 535.1 მუხლით ცნეს, რაც პოლიციელის ან სამხედრო ოფიცრის მიმართ განზრახ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

OC Media-სთან Democracy 18 (D18)-მა განაცხადა, რომ აჰმედ მამადლის თავს 20 სექტემბერს ბაქოში დაესხნენ და სახელმწიფო ნომრიან მანქანასთან მიიყვანეს.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომხდარი ბოლო შეტაკებების შემდეგ, მამადლიც და მოძრაობა D18-ც ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებდნენ.

"არ დაიცვათ მონარქი, რომელიც თქვენზე ზეწოლას ახდენს, ფუნდამენტურ უფლებებს გართმევთ და ქვეყანას კომპანიად აქცევს. რაც უფრო მეტად დაიცავთ, მეტად გაგანადგურებთ. ილჰამ ალიევი დიქტატორია, რომელსაც ხელები სისხლიანი აქვს", — დაწერა მამადლიმ 19 სექტემბერს.

4 დღით ადრე მან თქვა, რომ "ილჰამ ალიევი იმ დანაშაულების გამო, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანელების, არამედ სომხების წინააღმდეგ ჩაიდინა, აუცილებლად აგებს პასუხს საერთაშორისო სასამართლოების წინაშე. დემოკრატიული აზერბაიჯანის პირველი მისია იქნება, რომ დასაჯოს ისინი, ვინც ერებს ერთმანეთთან ამტერებს".

მოძრაობა D18-ის გენერალურმა მდივანმა, სამირ სულთანოვმა OC Media-ს განუცხადა, რომ აჰმედ მამადლის დაკავება მათ პოლიტიკურ აქტივობებს ეხება.

"ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი მოძრაობა ბოლოს მომხდარი კონფლიქტის დროს ხელისუფლებას მშვიდობისკენ მოუწოდებდა. ასევე, აჰმედმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტი ალიევი უნდა დაისაჯოს იმის გამო, რაც გააკეთა", — თქვა სულთანოვმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს


მამადლის დაკავებასთან და მიზეზებთან დაკავშირებით OC Media-სთან განცხადება არ გაუკეთებია.

დამოუკიდებელი ადვოკატი, სამად რაჰიმლიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მამადლის პატიმრობა ბოლო შეტაკებებისა და ილჰამ ალიევის გაკრიტიკების გამო მიუსაჯეს.

მისი თქმით, ასეთი განაჩენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის განცხადებებს, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ადამიანების უფლებებს დაიცავენ.

"ასევე სამწუხაროა, რომ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ ცივილიზებული ღირებულებების მატარებლები არიან, ამ საკითხზე აქტიურ და თანმიმდევრულ პოზიციას ვერ აფიქსირებენ".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.