სოსო გოგაშვილი

22 სექტ, 2022

ლევან მურუსიძეს ვიცნობ 1995 წლიდან. იგი გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი საკონტაქტო პირები ოცნების სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე იუსტიციის საბჭოსთან.

ასევე, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ დედოფლის წყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს. ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ. ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში. როდესაც ხდებოდა მოსავლის (მარცვლეული) აღება და რეალიზაცია, მათ ჩემი დაცვის წევრი რეალიზაციისგან მიღებულ თანხას, დაახლოებით 150 000-200 000 ლარს აწვდიდა ხან საცხოვრებელ სახლში ძეგვში, ხან სასამართლოსთან დიღომში, ზოგჯერ თანხის ასაღებად მურუსიძე თავად მოდიოდა ჩემთან სახლში. მოკლედ მურუსიძეს ჩემთან და ჩემი დაცვის წევრთან, სამხარაძესთან ჰქონდა აქტიური ურთიერთობა.

ჩემი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ ჩემი საქმე დაელაგებინათ, მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც.

ჩემო მურუს, ახლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა აქტივისტებს შეურაცხყოფისთვის უჩივლა8941 ნახვა
  2. ვაკეში საავტომობილო მოძრაობა 4 თვით შეიზღუდება2987 ნახვა
  3. ლავროვი: ზელენსკი მოითხოვდა, რომ პუტინი პირადად ჩასულიყო — ჰო, საცოდავი ადამიანია2834 ნახვა
  4. "თუ არ იქნება საჩვენო პასუხი უსტარზე, "ადიოს იანკი" — ლალი მოროშკინა კობახიძის ღია წერილზე2348 ნახვა
  5. როგორ აღნიშნეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე2143 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საფრანგეთში ჯიმ მორისონის დიდი ხნის დაკარგული ბიუსტი იპოვეს

თეთრი მარმარილოდან გამოკვეთილი და გრაფიტით დაფარული ბიუსტი 1988 წელს გაუჩინარდა. 37 წლის შემდეგ, ქანდაკება, რომელიც…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~