ვლადიმერ პუტინი

21 Sep. 2022, 12:09

ბირთვული შანტაჟიც ამოქმედდა. საუბარია არა მხოლოდ დასავლეთის მიერ წახალისებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე, რაც ბირთვული კატასტროფის საფრთხეა, არამედ ნატოს წამყვანი სახელმწიფოების ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებებზეც, რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისა და დასაშვებობის შესახებ. 

მათ, ვინც საკუთარ თავს ნებას აძლევს რუსეთზე მსგავსი განცხადებების გააკეთოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა განადგურების საშუალებები და ზოგიერთ კომპონენტში უფრო თანამედროვე, ვიდრე ნატოს ქვეყნებს. და თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას რუსეთის და ჩვენი ხალხის დასაცავად. ეს არ არის ბლეფი.

რუსეთის მოქალაქეები უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ — ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. და ვინც ცდილობს ჩვენს შანტაჟს ბირთვული იარაღით, უნდა იცოდეს, რომ ქარი შესაძლოა მათი მიმართულებით შებრუნდეს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება და სხვას აბრალებს შესაძლო ბირთვულ კატასტროფას მაშინ, როცა ატომურ ელექტროსადგურებს რუსული ძალები ბომბავენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…