აღმოჩენილია გული, რომელიც 380 მილიონი წლის წინ ფეთქავდა — ის პრეისტორიული თევზისაა
მკვლევრებმა აღმოაჩინეს 380 მილიონი წლის გული, რომელიც შემორჩენილია პრეისტორიული თევზის შიგნით.
მეცნიერების თქმით, ნიმუში აღწერს საკვანძო მომენტს სისხლის სატუმბი ორგანოს ევოლუციაში, რომელიც ნაპოვნია ზურგის ძვლის მქონე ყველა ცხოველში, მათ შორის ადამიანებში.
გული ეკუთვნოდა თევზის სახეობას, რომელიც ახლა უკვე გადაშენებულია. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში, გაკეთდა დასავლეთ ავსტრალიაში.
პროფესორმა ქეით ტრინაისტიკმა პერტის კურტინის უნივერსიტეტიდან BBC News-ს გაუზიარა იმ მომენტის შესახებ, როდესაც მან და მისმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი აღმოჩენა გააკეთეს.
"კონკრეტულ მომენტში ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი იყო, როდესაც მივხვდით, რომ კი, ეს გული იყო! ეს წარმოუდგენლად ამაღელვებელი მომენტი იყო!", — თქვა მან.
ჩვეულებრივ, ნამარხებად გვხვდება ძვლები და არა რბილი ქსოვილები — თუმცა, ამ ადგილას კიმბერლიში, რომელიც ცნობილია როგორც კლდეების წარმონაქმნი — მინერალებმა შეინარჩუნეს თევზის მრავალი შინაგანი ორგანო, მათ შორის ღვიძლი, კუჭი, ნაწლავები და გული.
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენს ევოლუციაში. ჩვენ ვხედავთ გულს, რომელიც ასე ადრე ფორმირდა, ბევრად ადრე ვიდრე ადამიანი იქნებოდა", — თქვა პროფესორმა ტრინაისტიკმა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გულის ასეთი ადრეული ნამარხი აქამდე არასდროს აღმოუშენიათ.
კონკრეტული თევზის სახეობა პირველია პრეისტორიული თევზის კლასიდან, რომელსაც პლაკოდერმი ეწოდება. ეს იყო პირველი თევზი, რომელსაც ჰქონდა ყბა და კბილები. პლაკოდერმები იყო პლანეტის სიცოცხლის დომინანტური ფორმა 60 მილიონი წლის განმავლობაში, რომელიც არსებობდა 100 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს მანამ სანამ დედამიწაზე პირველი დინოზავრები გამოჩნდნენ.
თევზის ნამარხის სკანირებამ აჩვენა, რომ მისი გული უფრო რთული იყო, ვიდრე წარმოედგინათ. საკმაოად დიდი მსგავსება აღმოჩნდა ადამიანის გულთანაც.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამან ცხოველის გული უფრო ეფექტიანი გახადა და ეს იყო კრიტიკული ნაბიჯი, რომელმაც ის ნელა მოძრავი არსებიდან სწრაფად მოძრავ მტაცებლად გარდაქმნა.
სხვა მნიშვნელოვანი დაკვირვება იყო ის, რომ გული ბევრად უფრო წინ იყო სხეულში, ვიდრე უფრო პრიმიტიული თევზების შემთხვევაში.
მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია და ის ხსნის იმას თუ რატომ არის ადამიანის სხეული ისეთი როგორიც ახლაა.
"ბევრი რამ, რაც მილიონი წლის წინ იყო, ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენს სხეულში; ყბები და კბილები, მაგალითად. ჩვენ გვაქვს წინა და უკანა მხარეს ფარფლები, რომლებიც საბოლოოდ ჩვენს ხელებსა და ფეხებად გარდაიქმნა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ფაზლის შესადგენად, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას ასახავს.
კომენტარები