Zoom გაითიშა — მომხმარებლები პლატფორმით სარგებლობას ვერ ახერხებენ
ამ მომენტისთვის, ვიდეოზარების პლატფორმა Zoom გათიშულია. მომხმარებლები პლატფორმის დახმარებით ონლაინ შეხვედრების წამოწყებას ვეღარ ახერხებენ, შესაბამისად, უამრავი ადამიანი და კომპანია ზარალდება, რომელიც დისტანციური მუშაობისთვის სწორედ ამ პლატფორმას ეყრდნობა.
The Verge-ის ინფორმაციით, zoom.us — Zoom-ის მთავარი ვებგვერდიც არაა ხელმისაწვდომი, აქ შესვლისას 502 gateway error-ს გვიჩვენებს.
Zoom-ის გვერდზე ნაჩვენებია, რომ პლატფორმას პრობლემები აქვს. ისინი ასევე გვაჩვენებენ პრობლემის აღმოფხვრისთვის გაღებული ძალისხმევის თანმიმდევრობასაც.
Zoom-ის ბოლო დიდმასშტაბიანი შეფერხება 2020 წელს იყო და ორი საათი გაგრძელდა. შემდეგი დიდი მწყობრიდან გამოსვლა დღესაა და ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოფხვრის პლატფორმის გუნდი პრობლემას.
20:00 UPDATE: Zoom-ის სტატუს გვერდის მიხედვით, სისტემა უკვე მწყობრშია.
კომენტარები