ამჟამად მათ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ავაზ ზეინალის, დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების, Xural-ის მთავარ რედაქტორს 11 764 დოლარი შესთავაზეს, რათა დადებითად წარმოეჩინა პატიმრობაში მყოფი ბაქოს ფოლადის კომპანიის ყოფილი თავმჯდომარე, რასიმ მამადოვი.

განცხადების თანახმად, დააკავეს მამადოვის ადვოკატიც, რომელმაც ამ შეთანხმებას ხელი შეუწყო.

მამადოვი 2022 წლის თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაშია — ის კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული. 12 სექტემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მამადოვმა ზეინალი შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.

"დღეს ის იმავეს აკეთებს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ავაზი კრიმინალია, ის ჩემგან ქრთამს მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა", — თქვა მამადოვმა.

მის დაკავებამდე მედიაში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ზეინალის ხმა ისმის — ის უცნობი პირისგან თანხას იღებს.

სადიგოვის ცოლი, ზიბეიდა ზაკარიია, რომელიც ასევე წარმოადგენს მამადოვს, აცხადებს, რომ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული ფაილები ამოიღო.

ზეინალიც და სადიგოვიც ბრალდებებს უარყოფენ. ისინი მიანიშნებენ, რომ ბრალი ოპოზიციური საქმიანობის გამო წაუყენეს.

ზეინალი 2013 წელს ქრთამის აღებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო იხდიდა სასჯელს, თუმცა 2014 წელს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.

სადიგოვი დამოუკიდებელი ადვოკატია — ის ძირითადად პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენს და მათ უფლებებს იცავს.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.