ტესტი: გამოვიდოდა თუ არა შენგან ასტრონავტი?
ფოტო: innovation news network
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბავშვობაში, ალბათ, ასტრონავტობაზე ბევრ თქვენგანს უოცნებია, ზოგს კი ამის სურვილი ზრდასრულობაშიც არ განელებია. კოსმოსი, რა თქმა უნდა, ადამიანთა დიდი ნაწილისთვის შთამბეჭდავი და მიმზიდველია, მაგრამ იქ მისიების ფარგლებში გამგზავრება ყველას არ შეუძლია.
ამ ტესტით გაიგებთ, რამდენად გაქვთ ასტრონავტისთვის საჭირო უნარები და აკმაყოფილებთ თუ არა NASA-ს კრიტერიუმებს.
ტესტი: გამოვიდოდა თუ არა შენგან ასტრონავტი?
ტესტის დაწყება1 / 10 პირველ რიგში, მითხარი, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელი მიმართულება გაინტერესებს?
2 / 10 რისი გეშინია?
3 / 10 ხარ თუ არა ფიზიკურად აქტიური?
- ვცდილობ, ხშირად ვივარჯიშო
- ვარჯიში მხოლოდ ზაფხულობით მახსენდება
- ხანდახან, როცა პულტის ასაღებად ვიხრები
- კიბის მეორე საფეხურზე უკვე ქოშინი მეწყება
4 / 10 რამდენი ხნით გაძლებ საყვარელი ადამიანების გარეშე?
- ერთი წამითაც ვერ!
- რამდენიმე თვით, შეიძლება წლითაც, თუ საჭირო იქნება
- მხოლოდ რამდენიმე დღით
- მაქსიმუმ 1 კვირით
5 / 10 როგორი მხედველობა გაქვს?
- მხე... რა?
- ორივე თვალში გადასარევი
- სანამ ადამიანი ძალიან ახლოს არ მოვა, მის სახეს ვერ ვარჩევ
- ოდნავ მოშორებით არსებულ წარწერებსაც კი ვერ ვკითხულობ
6 / 10 წნევას ხომ არ უჩივი?
- ბოლოს ნორმალური წნევა როდის მქონდა, არ მახსოვს
- მაღალი წნევა არასდროს მქონია
- ხშირად მახსენებს თავს
- კი, წნევის მარეგულირებელ პრეპარატებს ვიღებ
7 / 10 წარმოიდგინე სიტუაცია: ზოოპარკში ხარ და იგებ, რომ ვოლიერიდან ვეფხვი გაიქცა, როგორ მოიქცევი?
- თავპირისმტვრევით გავიქცევი
- ვეცდები, პანიკას არ ავყვე, ყველაზე უსაფრთხო ადგილი მოვძებნო და ხალხსაც იქით გავუძღვე
- გული წამივა
- პანიკაში ჩავვარდები და აზროვნების უნარს დავკარგავ
8 / 10 დააკვირდი ფოტოს და მითხარი, რომელი პანდაა დანარჩენი ორისგან განსხვავებული?
- მესამე, რადგან სხვებზე პატარა თვალები აქვს
- ყველა ერთნაირია
- მეორე, რადგან სხვებზე დიდი პირი აქვს
- პირველი, რადგან სხვებზე დიდი ცხვირი აქვს
9 / 10 შენი აზრით, სიმაღლე გიწყობს ხელს, რომ კოსმოსურ მისიებში პილოტის ფუნქცია შეასრულო?
- ვფიქრობ,157 სანტიმეტრამდე სიმაღლე იდეალურია
- 160 სანტიმეტრიდან ზემოთ საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ არც მთლად 2 მეტრი ივარგებს
- მგონი,150 სანტიმეტრამდე სიმაღლე საკმარისია
- 155 სანტიმეტრამდე სიმაღლით ხომალდს თავისუფლად ვმართავ
10 / 10 დაბოლოს, როგორ ცურავ?
- კარგად ვცურავ და დიდხანსაც ვძლებ
- ისე რა, ზურგზე წოლა ყველაზე კარგად გამომდის
- მხოლოდ დაბალ წყალში ვბედავ
- ცურვა არ ვიცი
ერთი წუთით...

კომენტარები