წასულებმა ნედ პრაისსაც ანტიდასავლური წერილი მისწერეს: ელჩი აკრიტიკეს და ივანიშვილი ადიდეს
წასულები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება მათი მისამართით იყო გაკეთებული, "სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოეცათ სათქმელი".
რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი გუნდიდან გასული 3 დეპუტატი მთავარი სტრატგიული პარტნიორის წარმომადგენელთან წერილში პროპაგანდისტულ ნარატივებს ავითარებს და ისევ ომში ჩართვაზე საუბრობს.
- განცხადებაში გამოყენებულია კრემლისტური რიტორიკა, გაღვივებულია ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ, ელჩი პოლიტიკურ მიკერძოებულობაშია დადანაშაულებული და ნაქებია ბიძინა ივანიშვილი.
ანტიდასავლური რიტორიკა: წასულები ამბობენ, რომ თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა იცოდნენ, სად არის საქართველოს ადგილი ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას და აქედან ისევ ომის შიშებზე ცდილობენ აპელირებას.
- "თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ამ გზის პერსპექტივას".
- უკვე რამდენიმე თვეა მმართველი გუნდი და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ევროინტგრაციისთვის აუცილებელია სისხლის დაღვრა, რაც სიცრუეა და პროპაგანდისტული ნარატივია.
დეტალები: ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ქვეყანას ტერიტორიების მშვიდობიანი გზებით დასაბრუნებლად ჭირდება და სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც.
- დეპუტატები ამბობენ, თითქოს ეს "ჯერჯერობით უშედეგოა" და არაფერს ამბობენ იმაზე, ამ ორგანიზაციებში ინტეგრაციის გზაზე რამდენი დახმარება მიიღო ქვეყანამ.
- "მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც".
- "ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი".
კანდიდატის სტატუსი: წასულები იმეორებენ სახელისუფლებო ნარატივს, თითქოს უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული და გასაგებია, "რატომ დაიჩაგრა საქართველო".
- სტატუსის არმონიჭებას ისინი დასავლეთის მხრიდან უხეშ პოლიტიკური შეცდომას უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ამან გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში და გააჩინა უსამართლობის განცდა.
რატომ საუბრობენ გამუდმებით ომზე: დეპუტატები ამ კითხვას თავადე სვამენ და პასუხის გაცემისას ამტკიცებენ, თითქოს არა ისინი, არამედ ოპონენტები ლაპარაკობენ.
- "უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან".
კელი დეგნანზე საუბრისას ამტკიცებენ, თითქოს არ ახსოვთ არცერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ და ელჩს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.
- "ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა".
- "განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის".
- "ეს არის "შერჩევითი დიპლომატია", რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ "შერჩევით პოლიტიკაზე".
- მსგავსი რიტორიკა ელჩის მიმართ აქვს ღიად კრემლისტურ ძალადობრივ დაჯგუფება ალტინფოსაც.
წასულები უარყოფენ, რომ დეგნანზე დეზინფორმაციას ავრელებდნენ და თავს ესხმოდნენ და ისრების გადასატანად ნიკა გვარამიას მიერ ელჩისადმი მიმართვას იხსენებენ.
- "აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე".
რატომ ბიძინა ივანიშვილი: ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ეს კითხვაც თავად დასვეს და პასუხად თქვეს, რომ საკითხი მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუ დასავლელი მეგობრები არ ახსნიან, რა არის რეალური დემოკრატია.
- ამას, ტრადიიციულად, ივანიშვილის ქება დიდება მოყვა:
- "დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ".
- "დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?"
ქება-დიდება: მათვე აღნიშნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში და მუქარანარევი ტონით დაამატეს, რომ "მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ".
- "ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ".
- "აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!"
დასასრულს წასულების წერილი უფრო ანტიდასავლური ხდება, მეტიც შეიცავს კრემლის ნარატივებს, რომელსაც საქართველოში პრორუსული ჯგუფები ავრცელებენ.
- ისინი ამბობენ, რომ აღარ სურთ ნატოს დახურულ კართან დგომა და საქართველო აღარ აპირებს "უშედეგო მსხვერპლის გაღებას".
- "არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს".
- "არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს".
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები