სამხარაძის გინების შემდეგაც კი, კობახიძე ოპოზიციის "უხამსობაზე" საუბრობს
ფოტო: ქართული ოცნება
იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე საკუთარ საქციელს არ ნანობს და თქვა, რომ ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სამხარაძემ საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და ამით "ყველაფერი ნათქვამია".
რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ჩანს, პარტიის თავმჯდომარისთვის შემაშფოთებელი არაა, რომ მისი თანაგუნდელი სპეცრაზმით გარშემორტყმული ოფისის აივნიდან და ეზოდან მოქალაქეებს აგინებს და იმუქრება.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხარაძე აგრესიული რიტორიკით და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენიებს აქციის მონაწილეებს, აქტივისტებს ან ოპოზიციას.
- ასევე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის დეპუტატები აგრესიას იჩენენ მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და საკუთარი თანაგუნდელების ქცევას ამართლებენ.
- ერთმანეთის გამართლების მცდელობებში ქართული ოცნების წევრები არ გმობენ ძალადობას და სიძულვილის რიტორიკას, რაც დაუსჯელობის სინდრომს ქმნის.
რა თქვა კობახიძემ: მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მათი დამოკიდებულება გამოხატვის ფორმების მიმართ ცნობილია, თუმცა არ აკონკრეტებს რას გულისხმობს.
- "რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, უხამსობას, მათ შორის ტელეეთერებში ბილწსიტყვაობა, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის, ვგულისხმობ ნაცმოძრაობას და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი მთავარი პიარული ხაზი".
- "ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია".
- "ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მითუმეტეს ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს თქვენი პარტია და ამას აკეთებენ თქვენი ტელევიზიები".
რა მოხდა: 3 ივლისს სამხარაძე ოფისიდან გამოვიდა და რამდენჯერმე შეიგინა. ამ დროს ქართული ოცნების ოფისი პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმებით იყო გარშემორტყმული.
- გინების შემდეგ სამხარაძე რამდენიმე პირმა უკან შეაბრუნა.
- მანამდე სამხარაძემ ფეისბუქზე დაპოსტა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიან მონებს".
- მოგვიანებით კი თავადვე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ აქციის მონაწილეებს აივნიდან აგინა.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები